ეს ორგანიზაცია დასაწყისშივე მარცხისთვის არის განწირული, რადგან ის დამპალ ნიადაგზე აღმოცენდა – დავით ჩიხელიძე

874 წაკითხვა

რამდენიმე დღის წინ ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა,  „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“-  როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს როგორც ქუხს, მიუხედავად სახელისა, ორგანიზაცია  დასაწყისშივე მარცხისთვის არის  განწირული, რადგან ის დამპალ  ნიადაგზე აღმოცენდა.”- ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმზღვანელი დავით ჩიხელიძე

“იდეის ავტორი  “ნაცების” მიერ ცესკოზე დაგეშილი აკაკი ხუსკივაძე არის, იდეის ფრთების შემსხმელი კი არც მეტი არც ნაკლები, რუსეთუმე, ქუჩის აქციებში  და არეულობაში გაწაფული შოთა გაგარინი(დიღმელაშვილი)  რომელიც ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაცია სირცხვილია-ს წარმოადგენს. ორგანიზაციის შემქმნელების წარდგენის შემდეგ ადვილი წარმოსადგენია, როგორ  „სერიოზულ“ და „ობიექტურ“ ხალხთან გვაქვს საქმე.

სიცრუის ტირაჟირებაში იმდენად არიან გაწაფული, რომ პრეზენტაციის დროსაც კი მოსახლეობას თვალებში ნაცარი შეაყარეს და უტიფრად იცრუეს, როგორც გაგარინმა თქვა, დღეს საზოგადოებაში ცესკოს მიმართ დაბალი ნდობა არის, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ერთ ერთ ბოლო კვლევაში ცესკო  ნდობის მანდატით  სამოქალაქო სექტორს (რომელსაც ეს ორი ადამიანი წარმოადგენს) უსწრებს და ხალხში ნდობის მაღალი მანდატით სარგებლობს.

საქართველოში არსებობს ცესკო, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს, ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და საზოგადოების მაღალი ნდობის მანდატი, ჩვენ არ გვჭირდება ფსევდო, თვითმარქვია ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, ნაციონალური მოძრაობის ხაზს ატარებს, მათ არჩევნების შედეგების დათვლაც კი არ  იციან (ყველას გვახსოვს სამართლიანი არჩევნების, სრული კატასტროფა, როდესაც ოქმში გადატანილი შედეგების დათვლა ვერ მოახდინეს)  მათ მხოლოდ ინსტიტუტების დისკრედიტაცია და აქციების გამართვა ეხერხებათ,  “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” მიზანი, არა ჭეშმარიტების, არამედ გამრუდებული სიმართლის ქადაგებაა”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე

Next Post

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", კვლევის სახით  საკუთარი სუბიექტური მოსაზრება  შემოგვთავაზა

სამ სექ 7 , 2021
874 წაკითხვა“გვრჩება შთაბეჭდილება, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, კვლევის სახით  საკუთარი სუბიექტური მოსაზრება  შემოგვთავაზა.”- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია ავრცელებს. “როგორ შეიძლება სერიოზულად მივიღოთ „კვლევა“ რომელიც ვარაუდს/ფიქრებს ეფუძნება და არა ფაქტებს? კვლევის ერთ-ერთი კითხვა მოსახლეობის მიერ  ინსტიტუტების მიმართ ნდობას  შეეხება,  კვლევის ავტორები ამბობენ,  რომ “ცესკო”-ს, მოსახლეობის 41 პროცენტი არ ენდობა, ანუ მათივე ლოგიკით 59% ენდობა. მაგრამ  ამბის თხრობას ჯიუტად, უარყოფითი კონტექსტით იწყებენ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ