გვრჩება შთაბეჭდილება, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, კვლევის სახით  საკუთარი სუბიექტური მოსაზრება  შემოგვთავაზა

719 წაკითხვა

“გვრჩება შთაბეჭდილება, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, კვლევის სახით  საკუთარი სუბიექტური მოსაზრება  შემოგვთავაზა.”- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორ შეიძლება სერიოზულად მივიღოთ „კვლევა“ რომელიც ვარაუდს/ფიქრებს ეფუძნება და არა ფაქტებს? კვლევის ერთ-ერთი კითხვა მოსახლეობის მიერ  ინსტიტუტების მიმართ ნდობას  შეეხება,  კვლევის ავტორები ამბობენ,  რომ “ცესკო”-ს, მოსახლეობის 41 პროცენტი არ ენდობა, ანუ მათივე ლოგიკით 59% ენდობა. მაგრამ  ამბის თხრობას ჯიუტად, უარყოფითი კონტექსტით იწყებენ, რათა მოსახლეობაში არასწორი, მათთვის სასურველი განწყობების ფორმირება მოახდინონ და    მოსახლეობაში  “ცესკო”-ს მიმართ ნეგატიური ფონი შექმნან.

კვლევის უცნაურობა და აბსურდულობა სხვა კითხვებშიც გრძელდება,  მორიგი კითხვა მოსახლეობაში კორუფციის აღქმას შეეხება, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მოსახლეობის მხოლოდ 1% ამბობს, რომ მას ან მის ახლობელს გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ ქრთამი მოსთხოვეს.

მეორე კითხვა ცოტა ბუნდოვანი და დამაბნეველია,  “როგორ ფიქრობთ  საქართველოში ელიტური კორუფცია არსებობს თუ არა? –  გაუგებარია რას ნიშნავს სიტყვა ფიქრობ? ანუ შენთვის მთავარი კორუფციის ფაქტის არსებობა, არამედ ვარაუდია.

ასევე გაუგებარია, როდესაც შენ მოქალაქეს მაღალი თანამდებობის პირთა  კორუფციული გარიგების შესახებ ეკითხები. მათივე კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში კორუფცია ფაქტობრივად არ არის, დანარჩენი კი ფაქტებით მანიპულაცია და საკუთარი მახინჯი ინტერპრეტაციაა. 

აქვე დავძენთ, რომ რომ ბოლო მონაცემებით, კორუფციის დონით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 136-სახელმწიფოს უსწრებს, და 44-ე ადგილზე იმყოფება, (2012 წელს 56 ადგილზე იყო)

კვლევის  მთავარი მარგალიტი კი თვით კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის (სამოქალაქო სექტორის) ნდობის  რეიტინგია, მათ მოსახლეობის მხოლოდ 18% ენდობა. ცინიზმია ნდობის ასეთი დაბალი მანდატის მქონე ორგანიზაცია, სხვის ნდობის ხარისხზე რომ  საუბრობს.- აღნიშნულია განცხადებაში.

Next Post

„საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა არის ფაქტებით მანიპულირების მაგალითი“ - დავით ჩიხელიძე

სამ სექ 7 , 2021
719 წაკითხვაპრივილეგირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. შედეგების გაცნობის შემდეგ დარწმუნდებით, რომ კვლევა უბრალოდ ნიღაბია, რეალურად კი საქმე სიცრუის მორიგ გავრცელებასთან გვაქვს.” – აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, რომელიც უნდობლობას უცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს. “როგორ შეიძლება სერიოზულად მივიღოთ „კვლევა” რომელიც ვარაუდს/ფიქრებს ეფუძნება და არა ფაქტებს? კვლევის ერთ ერთი კითხვა […]