„საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა არის ფაქტებით მანიპულირების მაგალითი“ – დავით ჩიხელიძე

902 წაკითხვა

პრივილეგირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. შედეგების გაცნობის შემდეგ დარწმუნდებით, რომ კვლევა უბრალოდ ნიღაბია, რეალურად კი საქმე სიცრუის მორიგ გავრცელებასთან გვაქვს.” – აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, რომელიც უნდობლობას უცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს.

“როგორ შეიძლება სერიოზულად მივიღოთ „კვლევა” რომელიც ვარაუდს/ფიქრებს ეფუძნება და არა ფაქტებს? კვლევის ერთ ერთი კითხვა მოსახლეობის მიერ ინსტიტუტების მიმართ ნდობას შეეხება, კვლევის ავტორები ამბობენ რომ ცესკოს მოსახლეობის 41 პროცენტი არ ენდობა, ანუ მათივე ლოგიკით 59% ენდობა. მაგრამ ამბის თხრობას ჯიუტად, უარყოფითი კონტექსტით იწყებენm რათა მოსახლეობაში არასწორი, მათთვის სასურველი განწყობები შექმნან. საერთაშორისო გამჭირვალობა მიზანმიმართული ქმედებით ცდილობს მოსახლეობაში ცესკოს მიმართ ნეგატიური ფონის შექმნას.

კვლევის აბსურდულობა აქ არ მთავრდება, მორიგი კითხვა მოსახლეობაში კორუფციის აღქმას შეეხება, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მოსახლეობის მხოლოდ 1% ამბობს, რომ მას ან მის ახლობელს გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ ქრთამი მოსთხოვეს, კარგად დაიმახსოვრეთ მხოლოდ 1%.

მეორე კითხვა კი შემდეგნაირად გამოიყურება, როგორ ფიქრობთ საქართველოში ელიტური კორუფცია არსებობს თუ არა? გაუგებარია რას ნიშნავს სიტყვა ფიქრობ? ანუ შენთვის მთავარ კორუფციის ფაქტის არსებობა არამედ ვარაუდია. ასევე გაუგებარია, როდესაც შენ მოქალაქეს მაღალი თანამდებობის პირთა კორუფციული გარიგების შესახებ ეკითხები, მსგავსი კითხვა შეიძლება დაუსვა ბიზნესმენს და ა.შ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა არის ფაქტებით მანიპულირების მაგალითი, რომელიც შორდება ჭეშმარიტებას, მათივე კვლევით საქართველოში, მოსახლეობის მხოლოდ 1 % ქონია შეხება კორუფციასთან რაც კარგი მაჩვენებელია, სხვა დანარჩენი კი დაუსაბუთებელი ვარაუდია, რომელზე მსჯელობაც არასერიოზულია. აქვე დავძენ, რომ რომ ბოლო მონაცემებით, კორუფციის დონით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 136-სახელმწიფოს უსწრებს, და 44-ე ადგილზე იმყოფება, (2012 წელს 56 ადგილზე იყო)

მივმართავ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, თქვენი ე.წ. პრივილეგირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურება არის, რომ თქვენივე გამოკითხვით მოსახლეობის მხოლოდ 18% გენდობათ. თქვენი ორმაგი სტანდარტებით, ფაქტიურად დაასამარეთ არასამთავრობო სექტორი. დღეს რომ ფსკერს ქვემოთ ხართ, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურება, შეეშვით მოსახლეობის გაღიზიანებას, მენტორული ტონით საუბარს და ტყუილის ტირაჟირებას.”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„აუცილებელია მათ დესტრუქციულ მოქმედებებს გაეცეს შესაბამისი პასუხი“ - დავით ლილუაშვილი

ოთხ სექ 8 , 2021
902 წაკითხვა“არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი განცხადებას ავრცელებს: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის” წარმომადგენელმა აკაკი  ხუსკივაძემ და საქართველოში რადიკალური ორგანიზაცია “სირცხვილია”-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შოთა დიღმელაშვილმა საჯაროდ წარადგინეს ერთობლივი ინიციატივა – „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” სახით. დიღმელაშვილმა და ხუსკივაძემ “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიზნად წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის მონიტორინგი, არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და არჩევნების შეფასება დაასახელეს. ხაზგასმით უნდა […]