“არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის თავმჯდომარე
დავით ლილუაშვილი განცხადებას ავრცელებს:
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის” წარმომადგენელმა აკაკი ხუსკივაძემ და საქართველოში რადიკალური ორგანიზაცია “სირცხვილია”-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა შოთა დიღმელაშვილმა საჯაროდ წარადგინეს ერთობლივი ინიციატივა – „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” სახით.
დიღმელაშვილმა და ხუსკივაძემ “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიზნად წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის მონიტორინგი, არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და არჩევნების შეფასება დაასახელეს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს:
1.დესტრუქციულ ოპოზიციასთან აფილირებული ხუსკივაძე მუდმივად დაკავებულია საარჩევნო ადმინისტრაციაზე და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმით და მათი დისკრედიტაციის მცდელობით.
2.”სირცხვილია” არის დესტრუქციული ოპოზიციის პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ჩართულია რევოლუციურ აქტივობებში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ბინძური მეთოდებითა და რადიკალური ფორმებით იხელმძღვანელებს “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” დასახული მიზნის მისაღწევად.
ვფიქრობ, დიღმელაშვილი და ხუსკივაძე ყველაფერს გააკეთებენ პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად, რისთვისაც მზად უნდა იყოს, როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება, აუცილებელია მათ დესტრუქციულ მოქმედებებს გაეცეს შესაბამისი პასუხი.”– აღნიშნავს დავით ლილუაშვილი.