„ამ ყველაფრისგან ისევე შორს ხართ, როგორც ნაცების საოცნებო სიზმრის ახდენისგან..“ – დავით ჩიხელიძე

1,004 წაკითხვა

„ჩინური მიშა“ ისევ გამოჩნდა – ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში შეიჭრა, მერე რა, რომ კანონდარღვევით – საშვისა და პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე, მთავარია, ამას „კანონიერების“ სახელით აკეთებს, მიზანი ამართლებს საშუალებას, მით უფრო ნაცი პარლამენტარების შემთხვევაში.“- ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმზღვანელი დავით ჩიხელიძე აკეთებს.

“ცილისწამება, მუქარის ტონი – ნაცების ტიპიური არსენალი საზოგადოებას დიდი ხანია აღარ უკვირს – არ გათეთრდების ყორანიო…

საინტერესოა, რომ ბატონ „ჩინურ მიშიკოს“ ერთი კონკრეტული ნორმა არ მიუთითებია, რომელიც დაირღვა. რომელი მუხლი ამბობს, რომ ერთ კომისიაში ნათესაური კავშირის მქონე ადამიანები არ უნდა მოხვდნენ? „კანონის დასაცავად „ კანონის დაცვით მიბრძანებულიყავით ლევან, კამერების წინ ქულების უკეთ ჩასაწერად დაგედოთ კოდექსი, გაგეხაზათ დარღვეული მუხლები და საჯაროდ წაგეკითხათ.

თუმცა ამ ყველაფრისგან ისევე შორს ხართ, როგორც ნაცების საოცნებო სიზმრის ახდენისგან- ხელისუფლებაში დაბრუნდებით და ვისი ბინა ან მანქანაც თვალში მოგივათ, ჯაშუშობის ან ყაჩაღობის ბრალდებით დააწიოკებთ და გააკულაკებთ.
საუბნო კომისიების წევრთა არჩევა მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, საოლქო კომისიებში ოპოზიციიდან დანიშნული 8 წევრის მონაწილეობით და ყველა პრეტენზია, თუნდაც ბატონი ხაბეიშვილის მიერ დასახელებულივით უკანონო, შესაძლებელი იყო იოლად გაჟღერებულიყო. ასე დროდადრო, რეიტინგის ასაწევად რა ავანტიურებიც მოგივათ თავში, საზოგადოებისთვის სრულიად უინტერესო და მოყირჭებულია, ვეჭვობთ, დიდი ქირას მაგაში ვერც ბოსისგან მიიღებთ.

ახალ იდეებზე იფიქრეთ, მაგალითად, ვითომ 50 კრეატიული იდეის შერჩევას და მიშასთან ჩატანას რომ შეჰპირდით ახალგაზრდებს, სინამდვილეში კი პირველი ათეული უკვე საკუთარი ახლობლებით და მათი ნათესავებით დააკომპლექტეთ, თუ თქვენი ნათესავები ნათესავებად არ ითვლებიან?”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

კოდუას პირმშო კვლავ ურცხვად ტყუის – დავით ჩიხელიძე

პარ სექ 10 , 2021
1,004 წაკითხვა კოდუას პირმშო (პლატფორმა 2020) კვლავ ურცხვად ტყუის! მათზე დაწერის დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ფაქტებით იმდენად ურცხვად მანიპულირებენ, რომ მათ განცხადებებზე დუმილი დაუშვებელია. როგორც ამბობენ „ყოველი სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია“ მათ ორგანიზაციას ბევრი „ბრძენი“ ჰყავს, რომელთაც საზოგადოება სულელი ჰგონია.”– ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს: “როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ანგარიშში რომელიც 2020 წლის […]

შესაძლოა მოგეწონოთ