რა დაუმალეს ბიძინა ივანიშვილს „ქართულ ოცნება“-ში?

634 წაკითხვა

სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, „ალია“-სთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის პერიოდს იხსენებს, რა დროსაც „ქართულ ოცნებაში“ შეიქნმა თემატური ჯგუფები, სადაც სხვადასხვა პროექტები განიხილებიდა.

სოსო გოგაშვილი: გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, გააკეთა განცხადება. შეიქმნა თემატური ჯგუფები, კულტურის, განათლების, ეკონომიკის და ა.შ. ერეკლე კუხიანიძე იყო კულტურის ჯგუფში. ერეკლე არის ჩემი შვილის, პეტრეს ნათლია. მოკლედ, ერეკლემ მიმიყვანა „ოცნებაში“. მე უკვე მქონდა რამდენიმე მზა პროექტი, 2 პროექტი მივიტანე ეკონომიკურ ჯგუფში.

განხორციელდა?

ერთი კი, განხორციელდა, ოღონდ ბიძინასთვის არ უთქვამთ, ვისი მიტანილი იყო პროექტი, თვითონ მიიწერეს. ალბათ, არქივში, ელექტრონულ ფოსტაზეც უნდა იყოს შენახული იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ჩემი გადაგზავნილია.

რომელი განხორციელდა და რომელი არა?

ერთი პროექტი სასაზღვრო რეგიონებზე იყო. როცა კვირიკაშვილი იყო პრემიერი, კიდევ წამოვწიეთ ეს პროექტი, გვქონდა საპატრიარქოსთან კომუნიკაცია, ძალიან გაუხარდა პატრიარქს, მაგრამ მერე კვირიკაშვილი მოხსნეს და ისევ გაჩერდა პროექტი… მეორე იყო სატელიტების პროექტი, მაშინ შეზღუდვა იყო რეგიონებში მედიის, მეცხრე არხის, მაგალითად. მე დავწერე პროექტი, რომელიც ცოტა განსხვავებული იყო იმისგან, რაც შემდეგ გააკეთა „გლობალ ტვ“-მ.

და ბიძინა ივანიშვილი ახლა ალიასგან გაიგებს, რომ ეს პროექტი თქვენ მიიტანეთ ქართულ ოცნებაში?

დიახ, თუ წაიკითხავს, გაიგებს. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ამ პროექტებს და შემდეგ თავისად ასაღებდნენ. არ მინდა მათი გვარები დავასახელო, ისინი ახლა სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობენ. სხვათა შორის, შეხვედრა მქონდა შემდეგ რამდენიმე ბიზნესმენთან და ზუსტად მსგავსი ისტორიები მათგანაც მოვისმინე, თქვეს, რომ ფონდში მიჰქონდათ პროექტები, უარს ეუბნებოდნენ და ცოტა ხნის მერე იგებდნენ რომ ეს პროექტი, სულ მცირედი ცვლილებით განხორციელდა.

 

Next Post

Rankings Of Best Merchant Cash Advance Companies In Angola, New York

ორშ სექ 13 , 2021
634 წაკითხვაAfter all, the reason you spend a lot of time to please your lender is to get funds on time. If you do not know when exactly the cash is transferred into your account, you may end up worrying for no reason. Since most decisions are made in minutes, expect the transaction carried out in less than one day. […]

შესაძლოა მოგეწონოთ