ოპოზიციამ ხმაური ატეხა, თუმცა ბელორუსული ორგანიზაცია საქართველოში 2012 წლის არჩევნებსაც აკვირდებოდა – დავით ჩიხელიძე

888 წაკითხვა

ოპოზიციამ ხმაური ატეხა, როგორ გაბედეთ და ბელორუსული ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნების დამკვირვებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირეთო.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაციას თავისი წესები და პროცედურები აქვს, ცესკოს უფლება არ აქვს  ორგანიზაციას რეგისტრაციაზე უარი უთხრას,  თუ ის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.”- ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

“ბელორუსული ცესკო კი კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა, ისევე როგორც 2012 წელს. დიახ აღნიშული ორგანიზაცია საქართველოში 2012 წლის არჩევნებს აკვირდებოდა (,,ბელორუსიის რესპუბლიკის არჩევნებისა და რესპუბლიკური რეფერენდუმების ჩატარების ცენტრალური კომისია” (რეგ. განკარგულება №224 30.08.2012))

ალბათ ყველას გახსოვთ, რომ მაშინ ცესკოს დამოუკიდებლობა მოჩვენებითი იყო და რეალურად მიშას ჯიბის ორგანიზაციას წარმოადგენდა, სწორედ მათ დაარეგისტრირეს აღნიშნული ორგანიზაცია.  ოპოზიციის განცხადებები, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება. იგივე ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  ევროპის მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცესკო არის კოლეგიალური ორგანო, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით ხდება, ცესკოს  კომისიის წევრებიდან  8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, რომელთაც  ,,ბელორუსიის რესპუბლიკის არჩევნებისა და რესპუბლიკური რეფერენდუმების ჩატარების ცენტრალური კომისიის”  რეგისტრაციას მხარი დაუჭირეს (მათ შოროს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა) აღნიშნულიდან კარგად ჩანს მათი მიკერძოებული და ყალბი პროტესტი, რომლის მიზანიც პროცესის დისკრედიტაცია და 3 ოქტომბრისთვის მზადება არის.”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

სოსო გოგაშვილი: „ის, რისი გაკეთებაც მინდოდა და ვერ გავაკეთე, აუცილებლად განვახორციელებ“

ოთხ სექ 15 , 2021
888 წაკითხვასუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ახლა უკვე „სახალხო პარტიის“  ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი „ალიას“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ის, რისი გაკეთებაც „ქართულ ოცნებაში“ ვერ შეძლო, აუცილებლად განახორციელებს: სოსო გოგაშვილი: ის, რისი გაკეთებაც მინდოდა და ვერ გავაკეთე, პროექტის სახით მაქვს დაწერილი, რეფორმების პაკეტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ძალოვან უწყებებში, შსს-ში, სუს-ში, ფინანსთა სამინისტროს ძალოვან უწყებაში, პროკურატურაში. ერთ-ერთი მთავარი ძარღვი პროექტის ესაა – სხვადასხვა უწყებიდან საგამოძიებო […]