სოსო გოგაშვილი: „ის, რისი გაკეთებაც მინდოდა და ვერ გავაკეთე, აუცილებლად განვახორციელებ“

895 წაკითხვა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ახლა უკვე „სახალხო პარტიის“  ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი „ალიას“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ის, რისი გაკეთებაც „ქართულ ოცნებაში“ ვერ შეძლო, აუცილებლად განახორციელებს:

სოსო გოგაშვილი: ის, რისი გაკეთებაც მინდოდა და ვერ გავაკეთე, პროექტის სახით მაქვს დაწერილი, რეფორმების პაკეტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ძალოვან უწყებებში, შსს-ში, სუს-ში, ფინანსთა სამინისტროს ძალოვან უწყებაში, პროკურატურაში. ერთ-ერთი მთავარი ძარღვი პროექტის ესაა – სხვადასხვა უწყებიდან საგამოძიებო დანაყოფების გამოტანა და ერთი მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნა. უწყება შეიძლება იყოს პრემიერის, ან პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ, მეტი დამოუკიდებლობისთვის. ასევე ეკონომიკური ტიპის საინტერესო და ამბიციური პროექტები მაქვს.

ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს პარტიაში აღნიშნულ პროექტებზე. ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ მეტი თავისუფალი დრო გვექნება და მთელი დატვირთვით დავიწყებთ მუშაობას. იმედი მაქვს, რაც „ქართულ ოცნებაში“ ვერ შევძელი, აუცილებლად განვახორციელებ.

 

Next Post

დავით ჩიხელიძე - „არსებობს ბუნდოვანი მიზნების მატარებელი ორგანიზაცია, რომელიც მავნებელთა ბუნაგად იქცა“

ოთხ სექ 15 , 2021
895 წაკითხვაარსებობს ბუნდოვანი მიზნების მატარებელი ორგანიზაცია, „სამოქალაქო საარჩევნო კომისია” რომელიც მავნებელთა ბუნაგად იქცა, ყველა ვისაც კი ცესკოსთვის ქვის სროლა უნდა აღნიშნულ ორგანიზაციაში დაპორტირდა, იქნება ეს „სირცხვილია” თუ ორი აკაკი.”- ამის შესახებ საუბრობს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე. “რამდენიმე დღის წინ ახალი თემის შემოგდება სცადეს, კერძოდ მკვდარ სულებზე დაიწყეს საუბარი. რა თქმა უნდა მათ მხარი პარტიულმა ტელევიზიებმა აუბეს და მათ მიერ […]

შესაძლოა მოგეწონოთ