მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისაგან

829 წაკითხვა

,,ეუთო / ოდირმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული,რომ საკანონმდებლო ბაზა არსებითად შეიცვალა.

19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ. დოკუმენტში დეტალურადაა საუბარი: .ცვლილების შედეგად საარჩევნო კომისიების შემადგენლობასა და დანიშვნის წესზე; .სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხმების ხელახალა დათვლაზე; საჩივრების წარდგენისა და განხილვის ვადების გაზრდაზე; საჩივრების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობაზე; ამომრჩეველთა ერთიანი სიის სიზუსტეზე; წინასაარჩევნო პროცესის ფართოდ გაშუქებაზე – ბეჭდურ,ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებში. და სხვა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ღრმა პოლარიზებით. ჩვენი შეფასებით, აღნიშნულ შუალედურ ანგარიშში ობიექტურად არის ასახული ის მრავალი პოზიტიური ცვლილება, რომელიც არჩევნების თანასწორ,თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას შეუწყობს ხელს.

არადა ზოგიერთმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ისეთი დრამატული შუალედური ანგარიში,რომელიც კოლიზიაში მოდის ეუთო/ოდირის შეფასებებთან და დასკვნებთან.

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის შესახებ უსაფუძვლო და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისაგან და იხელმძღვანელონ საარჩევნო პროცესის დაკვირვების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები: “მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი მაია ხარაძე და “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი დავით ლილუაშვილი.

Next Post

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

ორშ სექ 20 , 2021
829 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ნიუ-იორკს 20-25 სექტემბერს ეწვევა. 21 სექტემბერს, გაერო-ს 76-ე სესიის გენერალური დებატები ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაესწრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. გაეროს ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრი გენერალური დებატების მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას […]

შესაძლოა მოგეწონოთ