„მე ხომ ვთქვი, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე და გავაგრძელებ მეთქი. მე ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს – ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით “- განაცხადა გიორგი გახარიამ ნარკოტესტის საკითხზე კომენტირებისას და თქვა, რომ ეს არის მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია.
“პირველად ვამბობ ამას: თავიდან იყო ეს მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა – ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება ამ ტესტთან დაკავშირებით და შეიკავეთ თავი.
„რა თქმა უნდა, მე მივიდოდი, იქ ამ პროვოკაციის შედეგად რაღაცას ამომიგდებდნენ. მეორე მხარს რა მზადდებოდა – ჩემი უახლოესი გარემოცვის წევრებს დიდი ხანია უკვე, რომ ემუშავებიან და დღესაც ემუშავებიან ზეწოლით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით – ზოგს ემუქრებიან, ზოგს მოსყიდვის საშუალებით, ადამიანებზე ზემოქმედებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ ვითომ დაადასტურებინონ ეს ცილისწამება ჩემთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს. ეს სად და რომელ კაბინეტში დაიგეგმა ზუსტად ვიცით და ვიღაცეებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ სხვა პარტიული ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია – ყველაზე მეტად ინფორმაცია ჟონავს ორგანიზაცია „ოცნებიდან“.- ამბობს გიორგი გახარია. „ზუსტად ვიცით, ვისი იდეაც იყო, ვინ იღებდა ამაში მონაწილეობას“
მე ვერასდროს ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ – უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანს, რომელმაც პირველად ეს პირველი გაფრთხილება გაგვიკეთა და შემდგომ უკვე მთელი რიგი ხალხი გამოჩნდა ჩემს უახლოეს წრეში, რომელზეც სამართალდამცავები პირდაპირ ზემოქმედებდნენ და აიძულებდნენ ამ ტყუილებში მიეღოთ მონაწილეობა ცილისმწამებლური კამპანიის ასაგორებლად.
ამაში მონაწილეობდნენ კონკრეტული პირები, ვინც დაიწყო ეს კამპანია და შემდგომ ის ხალხი, რომელიც დღეს ამას სახელს არქმევს. ეს ტყუილები კი გამომჟღავნდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ ასე ინერციულად აგრძელებენ ახლა და გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ.. პირველი ამას პასუხს გასცემენ ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს და მერე მეც არ დავტოვებ არავის უპასუხოდ.“– განაცხადა გიორგი გახარიამ.