„ამას ცხადია, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, თუკი ასეა“ – კახა კალაძე

256 Views

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და „ალმას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და ბანერებთან დაკავშირებული საკითხი მათ „ერთმანეთში უნდა გაარკვიონ“.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თუ ხელშეკრულება ძალაში იყო და ვაქცინაციის ბანარებს სხვა შინაარსის ბანერი გადააკვრეს, ეს ძალიან ცუდია.

„თუ შესაბამის სამსახურს ეს ადგილები ნაყიდი ჰქონდა და იმ ბანერების ნაცვლად მოხდა გადაკვრა, ეს ძალიან ცუდია და კანონს, ყველაფერს ეწინააღმდეგება, ამას ცხადია, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, თუკი ასეა. მე არ ვიცნობ ხელშეკრულების შინაარს, არც თარიღები ვიცი როდის და როდემდე იყო გაფორმებული, ეს უნდა გაარკვიონ ერთმანეთში და დალაგდენენ. თუ მართლაც ისეა, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკვრეს სხვა ბანერები, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვს“,-აღნიშნავს კალაძე.

Next Post

„გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა”- კახა კალაძე ნიკა მელიაზე

ოთხ სექ 22 , 2021
256 Views„გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა”- ასე გამოეხმაურა თბილისის მოქმედი მერი და ამავდროულად მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახა კალაძე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ასევე მერობის კანდიდატ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა დებატი, რომელშიც მერობის 16 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. „უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ […]

mediapress.ge@gmail.com