„გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა”- კახა კალაძე ნიკა მელიაზე

333 წაკითხვა

„გულდასაწყვეტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გაიქცა”- ასე გამოეხმაურა თბილისის მოქმედი მერი და ამავდროულად მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახა კალაძე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ასევე მერობის კანდიდატ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა დებატი, რომელშიც მერობის 16 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა არის მათი პარტიის ხელწერა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, ყოველდღიურად, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ისევ ის, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია არჩევნებს წააგებს, გაიქცეს. პირიქით, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზება და ყველა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს უნდა ეცხოვრებოდეს საქართველოში ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს ქვეყანა ყველასია, ეს ქალაქი ყველასია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Next Post

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230 მილიონს გადააჭარბა

ოთხ სექ 22 , 2021
333 წაკითხვამსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 230 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 207 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.5 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 43.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.5 მილიონზე მეტი შემთხვევით, […]

შესაძლოა მოგეწონოთ