მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 230 მილიონს გადააჭარბა

90 Views

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 230 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 207 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.5 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 43.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.5 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

Next Post

ლალი ცერაძე - „გადმოიხედა მიშა სააკაშვილმა და დაინახა ძირს გაწოლილი ვეტერანები!"

ოთხ სექ 22 , 2021
90 Views„მეომართა უფლებების დაცვის კავშირის“ თავმჯდომარე ლალი ცერაძე  ვეტერანთა პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ  დროა ხელისუფლება ამ ღვაწლმოსილი ადამიანების პრობლემებით დაინტერესდეს: ლალი ცერაძე: რამდენი წელი გავიდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვიდან და ვეტერანთა პრობლემატიკის მოგვარება წლების განმავლობაში დიდი ტკივილებით და სახელმწიფოსგან იგნორირებით მიმდინარეობდა. ომის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას მთავრობა და არსებული ხელისუფლება, ხელის აქნევით და ხშირად დამცინავად ესაუბრებოდა ვეტერანებს და ომში დაღუპულ […]

mediapress.ge@gmail.com