გიორგი ლაღიძე „ჩემთვის, ეს არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ვემსახურო საკუთარ ქალაქს, ხალხს“

953 წაკითხვა

რატომ უნდა დაუჭიროს მხარი დედაქალაქის მოსახლეობამ პარტია „მომავალი  საქართველოს“ ლიდერს გიორგი ლაღიძეს, ამ კითხვას თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დებატების დროს უპასუხა:

„საქართველოში დადგა ცვლილებების დრო, ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გამოსვლა პოლიტიკურ ველზე  – ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ცხრა წლის მანძილზე, ყველამ კარგად ვიცით რაც ხდებოდა, იყო ძალადობა ქართველ ხალხზე და დღესაც ვხედავთ, რომ პრაქტიკულად იგივე გრძელდება. ამიტომ, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებზე.

ჩემთვის, ეს არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ ვემსახურო საკუთარ ქალაქს, ხალხს. ვხედავ, რომ მოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ამ ორმა ოპოზიციურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანა მიიყვანა კატასტროფის პირას. ფაქტია, რომ ქვეყანას ცვლილებები სჭირდება. გამოდიან ხელისუფლების წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომელ ეკონომიკურ ზრდაზეა ლაპარაკი, როცა ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია. თუ ისინი საკუთარი გადასახედიდან აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას, ეს სხვა თემაა, მაგრამ ქვეყანაში სულ სხვა, უმძიმესი ვითარება გვაქვს.  ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლებას ვითარების გამოსწორების რესურსიც აღარ აქვს. უმძიმესი ვითარება გვაქვს საერთაშორისო თვალსაზრისითაც, საქართველოს იმიჯი ძალიან არის დაზიანებული და შელახული, რისი გამოსწორების  შესაძლებლობა ამ პირობებში არ არსებობს, ამიტომაც არის ძირეული ცვლილებების საჭირო.

 

Next Post

დავით ჩიხელიძე - „მთავარი არხი”-ს მიზანს ცესკოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირება წარმოადგენს“

ხუთ სექ 23 , 2021
953 წაკითხვა„მთავარმა არხმა“ ცესკოზე შეტევის სეზონი გახსნილად გამოაცხადა, „ცესკო“-ს ნამდვილად არ სჭირდება ჩემი დაცვა და ამას არც ვაპირებ, მე მსურს საზოგადოების ინფორმირების მიზნით შევეხო მთავარი არხის და გვარამიას ჯიბის „ექსპერტის“ აკაკი ხუსკივაძის მიერ შექმნილ სიუჟეტს.“- ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი საუბრობს. „მთავარი არხი“-ს მიზანს ცესკოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირება წარმოადგენს, გვარამიამ დამხმარედ და მოკავშირედ, არც მეტი არც ნაკლები აკაკი […]

შესაძლოა მოგეწონოთ