დავით ჩიხელიძე – „მთავარი არხი”-ს მიზანს ცესკოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირება წარმოადგენს“

„მთავარმა არხმა“ ცესკოზე შეტევის სეზონი გახსნილად გამოაცხადა, „ცესკო“-ს ნამდვილად არ სჭირდება ჩემი დაცვა და ამას არც ვაპირებ, მე მსურს საზოგადოების ინფორმირების მიზნით შევეხო მთავარი არხის და გვარამიას ჯიბის „ექსპერტის“ აკაკი ხუსკივაძის მიერ შექმნილ სიუჟეტს.“- ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი საუბრობს.

„მთავარი არხი“-ს მიზანს ცესკოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირება წარმოადგენს, გვარამიამ დამხმარედ და მოკავშირედ, არც მეტი არც ნაკლები აკაკი ხუსკივაძე იხმო, აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ის ხუსკივაძეა, ვინც პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ ისნის ოლქის ყოფილ თავმჯდომარეს ემუქრებოდა, რომელმაც მუქარას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ასევე, ხუსკივაძე ფიქსირდება ნაციონალური მოძრაობის შემომწირველთა შორის (მან 2020 წელს ნაციონალურ მოძრაობას 10 000ლარი შეწირა)

ბატონი აკაკი, უკვე დიდი ხანია ნაციონალური მოძრაობის მესიჯების გამავრცელებლად იქცა, რომელიც მათ პოზიციებს ახმოვანებს. სიუჟეტში ხუსკივაძე ამბობს, რომ ყველა ოლქში/უბანში თავმჯდომარის მოადგილე სუსის მიერ არის დანიშნული.

ხუსკივაძე წლების განმავლობაში ცესკოში მუშაობდა, გარკვეული პერიოდი კი საბურთალოს ოლქის თავმჯდომარე იყო, თუ ცესკოში ყველაფერი ის ხდებოდა რასაც ბატონი ხუსკივაძე ამბობს, აქამდე სად იყო? ანუ მისი მოადგილე სუსის დანიშნული იყო და ამაზე თვალს ხუჭავდა?

ასევე უბნებში სუსი უნიშნავდა მოადგილეებს და ამაზე რეაგირება არ ჰქონდა? თუ აკაკი იმდენად მკაცრი და წმინდა იყო, რომ სუსის მიერ დანიშნული წევრები არ ყავდა? კი მაგრამ ამას როგორ ახერხებდა?

აკაკი ხუსკივაძის მხრიდან მასშტაბურ ტყუილთან გვაქვს საქმე, რომლის მიზანს პროცესის დისკრედიტაცია წარმოადგენს, რეალობა შემდეგია: ცესკოში სამივე დონეზე, ადამიანთა არჩევა გამჭირვალე პროცესით ხდება, უპირატესობა კი კომპეტენციას და პროფესიონალიზმს ენიჭება.

გასაუბრება პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს, რაც ერთის მხრივ საზოგადოების მაღალი ინტერესით, მეორე მხრივ კი პროცესის გამჭირვალობის მიზნით არის გამოწვეული.

გვარამიას, ხუსკივაძეს, კობალაძეს და მათ მიმდევრებს მოვუწოდებ, შეეშვით ადამიანების შეცდომაში შეყვანას, თავს ნუ გვახვევთ საკუთარ ინტერპრეტაციებს, რომელიც სიცრუეზე არის აგებული და სიმართლის მცირედ მარცვალსაც არ შეიცავს.

P.S –  ხუსკივაძემ “ცესკო” 2020 წელს დატოვა, ეს იყო გუნდის ღალატი და გაქცევა, არ მინდა ვირთხას შევადარო, მაგრამ გემიდან პირველი ვირთხები გარბიან…. ფაქტია ის გაიქცა, ისევე როგორც მისი მისაბაძი პოლიტიკოსი მელია გაიქცა დებატებიდან”- ამბობს დავით ჩიხელიძე.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…