„ევროკავშირთან და დასავლეთთან ინტეგრაციის პრობლემა გვაქვს“ –  გიორგი ვაშაძე

„ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში არაფრის კეთება არ უნდა, – ასე შეაფასა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კომპანია „ენკას“ განცხადება, საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ თავიდანვე არ ჩართო ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროცესში, ახლა კი, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, საქართველოს ასობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

„აქ მთავარი პრობლემა 2 კომპონენტისგან შედგება. პირველი, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩართო ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროცესში თავიდანვე და აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ამ ყველაფერმა. ვიღაცამ ცენტრში გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი საკითხის, ნებისმიერი პროექტის თავზე მოხვევა შეუძლია მოქალაქეებზე და ამან დააზიანა თავიდანვე ეს პროექტი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რა გადაწყვეტილებაც „ენკამ“ მიიღო, ეს არის ასობით მილიონი დოლარის ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის არა მიუღებელი ინვესტიციის, არამედ, სამწუხაროდ, ჯარიმების, რომელიც ჩემი, შენი და ყველას გადასახდელი შეიძლება გახდეს. ეს ნათლად აჩვენებს, ვისთან გვაქვს საქმე. „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში არაფრის კეთება არ უნდა. „ქართულ ოცნებას“ უნდა მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიით რას იტყვის, როგორ მოატყუებს, როგორ შეიყვანს მოქალაქეებს შეცდომაში. საბოლოოდ, ერთია ის, რომ ევროკავშირთან და დასავლეთთან ინტეგრაციის პრობლემა გვაქვს, ახლა ასობით მილიონი დოლარი უნდა გადავიხადოთ ამ დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს“,-განაცხადა ვაშაძემ.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…