„რადგან საჯარო ჭრილში ვარ, თავი ვალდებულად მიმაჩნია მოგახსენოთ ჩემი მკურნალობის მიმდინარე სტატუსი“ – ლევან ვასაძე

620 წაკითხვა

„ერის“ ლიდერი ლევან ვასაძე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ვასაძე აღნიშნავს, მან ქიმიოთერაპიის 2-თვიანი კურსი დაასრულა.

„რადგან საჯარო ჭრილში ვარ, თავი ვალდებულად მიმაჩნია მოგახსენოთ ჩემი მკურნალობის მიმდინარე სტატუსი. დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის, 8 კურსი ქიმიის და სხვა პრეპარატების, უკვე მეცხრე კურსიც კი მოვასწარი გამევლო, ეს მხოლოდ ამ გზის დასაწყისია. ექიმები კმაყოფილები არიან პირველი შედეგებით, როგორც ზედაპირული, ასევე სიღრმისეული ანალიზების. ამ თვეში გაირკვევა უკვე ამ მონაცემების შუალედური დინამიკა და იმედი მაქვს, მეცოდინება რამდენი ქიმია იქნება საჭირო და ვუახლოვდები თუ არა შემდეგ ეტაპს, რომელიც გულისხმობს ძვლის ტვინის გადანერგვას, მერე კიდევ რა იქნება, არ ვიცით.

ყველას დიდი მადლობა ლოცვისთვის და მხარდაჭერისთის. ვიბრძვი მხნედ ვარ, მადლობა ღმერთს ამ საოცარი განსაცდელისთვის საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, გაოცებული ვარ ამ მოგზაურობით, რომელსაც გავდივარ. ვნახოთ, რა იქნება“, – აცხადებს ვასაძე.

Next Post

„ISFED”-მა ტაქტიკა შეცვალა, საკუთრ კვლევებში სიტყვა სავარაუდოდ, სიტყვა სმენიათ-ით შეცვალა“ - გიორგი ჭილაშვილი

შაბ სექ 25 , 2021
620 წაკითხვა“ISFED”-მა ტაქტიკა შეცვალა, საკუთრ კვლევებში სიტყვა სავარაუდოდ, სიტყვა სმენიათ-ით შეცვალა. როგორც იტყვიან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, სიტყვის შეცვლით მათი კვლევის არასერიოზულობა არ იცვლება, ISFED-ის კვლევა ისეთივე არასანდოა, როგორც მათ მიერ წარმოდგენილი სხვა კვლევები”- აცხადებს საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი. “არ მესმის, როგორ შეიძლება პრეტენზია გქონდეს სანდოობაზე და ამავდროულად შენ კვლევაში საკვანძო სიტყვა „სმენია” იყოს, მაგრამ პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაფერი […]