მსგავს არათანმიმდევრულ ორგანიზაციას, რომ სერიოზული ორგანიზაციის სახელზე გაქვთ პრეტენზია სირცხვილია – გიორგი ჭილაშვილი

ასე მუშაობა არ შეიძლება! ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) დიდი ხანია საკუთარ სახელს დაშორდა, მათ მორალური უფლება არ აქვთ სამართლიან არჩევნებად იწოდებოდნენ, გავეცანი რა აღნიშნული ორგანიზაციის კვლევებს, თვალში უამრავი უზუსტობა მომხვდა, წაქცეულს არ ურტყამენო და მეც აღარ ვიტყვი იმ შეცდომაზე, რომელიც ე.წ. პივიტის დროს დაუშვეს, მაგრამ ეს მართლა როგორ დაგემართათ? არ გიტყდებათ?”- წერს სოციალურ ქსელში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი.

რაც შეეხება უზუსტობას, 29 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “ეს (შესწორება ოქმში) უნდა მოხდეს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას.”

ერთი აბზაცის შემდეგ: “ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმები შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები გადათვლის გარეშე, წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ზუსტდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია და სანდოობის სტანდარტს არ აკმაყოფილებს.”

ანუ თან ამბობთ, (მტკიცებით ფორმაში) ახსნა-განმარტებაა ერთ-ერთი საფუძველი შესწორების ოქმისო და თან აკრიტიკებთ ახსნა-განმარტების საფუძველზე რატომ აკეთებდით შესწორების ოქმებსო.

პეტრე მოციქულს იესო ქრისტემ უთხრა „ამაღამ, მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე“ თქვენ კი საკუთარი თავი არა მამლის მეორე ყივილამდე არამედ მეორე აბზაცამდე უარყავით, აი ეს არის თქვენი ნამდვილი სახე, ურთიერთ გამომრიცხავი, არაპროფესიონალური კვლევების გაკეთება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მსგავს არათანმიმდევრულ ორგანიზაციას, რომ სერიოზული ორგანიზაციის სახელზე გაქვთ პრეტენზია სირცხვილია. ხომ იცით პრივილეგირებული სერიოზულობას არ ნიშნავს, კი ბატონო თქვენ ხართ პრივილეგირებული ორგანიზაცია, მაგრამ სერიოზულობის რა მოგახსენოთ. სამწუხაროა, როცა რესურსი ტყუილად იხარჯება!”- წერს გიორგი ჭილაშვილი.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…