„ჩვენი პარტიის 17 წევრი, გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში“

577 წაკითხვა

სოხუმის დაცემის დღეს, „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. „სახალხო პარტიის“ მთავარი კომიტეტის წევრის, ბათუ ჭუმბურიძის განცხადებით, მათი პარტია ერთადერთია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში პარტიის 17 წევრი დაკარგა.

„მოგეხსენებათ, დღევანდელი დღე არის სოხუმის დაცემის დღე.  28 წლის წინ მოხდა უდიდესი ტრაგედია.  მოვედით და ჩვენი გმირების მემორიალი გვირგვინით შევამკეთ. ეს ბიჭები, ერთი წელი გმირულად ებრძოდნენ რუსეთის კბილებამდე შეიარაღებულ არმიას. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, ვინც პარტიულად მონაწილეობდა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაშიდა ჩვენი პარტიის 17 წევრი, გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში. ჩვენ ყოველ წელს ვიხსენიებთ ჩვენს გმირებს და პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას.

Next Post

„არჩევნებამდე შეიძლება კიდევ ვიხილოთ ბინძური მეთოდებით ბრძოლა“ - სოსო გოგაშვილი

ორშ სექ 27 , 2021
577 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ახლა უკვე „სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი  „ალიას“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე არჩევნებს ელოდება. კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში, გოგაშვილი ამბობს, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა და არ არის გამორიცხული კიდევ უფრო დაიძაბოს, მიუხედავად ამისა, დაგეგმილი არჩევნები უნდა შეფასდეს როგორც რეფერენდუმი: „ძალიან ბინძურ არჩევნებს ველოდები. ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს და რაც თავი მახსოვს, […]