ორგანიზაციის სახელით, ვგმომ  ნებისმიერი სახის ძალადობას – დავით ჩიხელიძე

361 წაკითხვა

გუშინ “ცესკო”-მ მეტად საყურადღებო და სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, როგორც ირკვევა, უბნის წევრების მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება  ზეწოლა მუქარა და დაშინება, რაც დაუშვებელია.”- ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს.

“ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 2020 წლის არჩევნები, რომელიც ასევე გაჯერებული იყო მუქარით, ასევე ვიცით აღნიშნული მუქარის შედეგი, მან ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ადამიანის, რომელიც საკუთარი საქმის პროფესიონალიიყო, მან  უბრალოდ ზეწოლას ვერ გაუძლო,  საქმის მთავარი ფიგურანტები კი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ…. მსგავსი ფაქტების უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაინტერესდნენ საკითხით და დროულად მოახდინონ რეაგირება, რადგან ყოველი  დაუსჯელი ფაქტი,  ძალადობის წახალისებას ახდენს. 

დღის მეორე ნახევარში  გაუგონარი და სამარცხვინო  ფაქტი დაფიქსირდა, საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე კანონდარღვევით შეიჭრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს. აღნიშნული  შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მოვუწოდებ არჩევნებში ჩართულ თითოეულ მხარეს პატივი ეცით  ამომრჩეველს და კანონს, რადგან შეუძლებელია მსგავს ტოქსიკურ სიტუციაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ნაციონალური მოძრაობა მიზანმიმართულად ცდილობს პროცესის დისკრედიტაციას,  ხელოვნურად ქმნის ქაოსს, რაც შესაძლოა შეფასდეს, როგორც მზადება დესტაბილიზაციისთვის. ორგანიზაციის სახელით, ვგმომ  ნებისმიერი სახის ძალადობას, მოვუწოდებ პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს (ISFED, TI და სხვებს,)  დადგნენ სიმართლის მხარეს, დაგმონ აღნიშნული ფაქტი და ობიექტური  შეფასება გააკეთონ!”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

აღნიშნულს ვაფასებთ, როგორც საარჩევნო ადმინისტაციაზე ზეწოლად და არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად

სამ სექ 28 , 2021
361 წაკითხვაგუშინ თვითმმართველობის არჩევნებში “ენმ-ის” დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს საარჩევნო ოლქის, საუბნო საარჩევნო კომისიებში დებოში მოუწყვია. არაუფლებამოსილი პირი შეჭრილა საუბნო კომისიებში და უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია კომისიის წევრებისთვის.“- ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები: “მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი მაია ხარაძე “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი დავით ლილუაშვილი „აღნიშნულს ვაფასებთ,როგორც საარჩევნო ადმინისტაციაზე ზეწოლად და არჩევნების […]

შესაძლოა მოგეწონოთ