გუშინ თვითმმართველობის არჩევნებში “ენმ-ის” დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს საარჩევნო ოლქის, საუბნო საარჩევნო კომისიებში დებოში მოუწყვია.
არაუფლებამოსილი პირი შეჭრილა საუბნო კომისიებში და უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია კომისიის წევრებისთვის.“- ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები: “მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი მაია ხარაძე “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი დავით ლილუაშვილი
„აღნიშნულს ვაფასებთ,როგორც საარჩევნო ადმინისტაციაზე ზეწოლად და არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად.
მოვუწოდებთ,არჩევნებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან და ნუ დაარღვენ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.”– აცხადებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციაში.