დამეთანხმებით მეტად საპასუხისმგებლო საქმეა! – თამთა მეგრელიშვილი

სამარცხვინოა, რომ ISFED- მა საქმეს, გაუყალბებლად დაგედოთ 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები თავი ვერ გაართვით.”– წერს სოციალურ ქსელში იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

სამარცხვინოა, რომ ორგანიზაცია ISFED – ი 2021 წლის არჩევნების წინ გამიზნულ თვითდასაქმებას ეწევით და ჯერ არ ჩატარებული არჩევნების პირობებში გამოდიხართ სლოგანით “ერთად მივაღწიოთ გაუყალბებელ არჩევნებს”!
სამარცხვინოა, რომ თქვენი მიერ გაყალბებული პარალელური დათვლის შედეგების შემდეგ კიდევ გაქვთ პრეტენზია ფი ვი თი (PVT ) მეთოდის გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე სწრაფად დადოთ არჩევნების დღეს დამდგარი შედეგი თან როგორც უტყუარი!!!

ხმების PVT მეთოდით დათვლა არჩევნების დღეს ინფორმაციის რაოდენობრივი და თვისობროვი მეთოდოლოგიით მოპოვებას გულისხმობს.

დამეთანხმებით მეტად საპასუხისმგებლო საქმეა! საქმე, რომელსაც, 2020 წლის არჩევნებზე თქვენ თავი ვერ გაართვით ან და შეგნებულად, ოპოზიციური სპექტრის სასარგებლოდ არ გაართვით შედეგები დამალეთ და გააყალბეთ.
თქვენ ესოდენ “ავტორიტეტულ” ორგანიზაციას აღარ გაქვთ მორალური უფლება საზოგადოებას 2021 წლის არჩევნებისთვის შესთავაზოთ პარალელური დათვლის შედეგები და თან გქონდეთ პრეტენზია თქვენ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაზე სწრაფად გამოქვეყნებული მეთოდების უტყუარობაზე.

გისმენთ, ვაკვირდები თქვენ “მიუკერძოებელ” არადა ცალსახად მიკერძოებულ მუშაობის პრინციპს და ვრწმუნდები, რომ აუცილებელია არსებობს სამართლებრივი ბერკეტი იმისათვის, რომ თქვენ და თქვენნაერი მიკერძოებული (ერთი პარტიის) დაკვეთაზე მომუშავე ორგანიზაციები ვეღარ ჩაებან საარჩევნო პროცესებში.
საუბარი ზედმეტია ხმების (PVT) ფი ვი თი მეთოდით დათვლასა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე სწრაფად დადებულ საარჩევნო შედეგებზე. შედეგებზე, რომელიც, 2020 წლის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ 8 % იან ცდომილებას მოგვცემს!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…