„სწორედ ჩემი პასუხიმგებლობის  გამო მსურს სამართლიანი არჩევნების კვლევას შევეხო“ – დავით ჩიხელიძე

“ISFED”-ის კვლევები იმდენად  მიკერძოებული  და დაუსაბუთებელია, რომ მათზე ყურადღების გამახვილების  სურვილიც არ მაქვს, მაგრამ  საზოგადოების წინაში  აღებული  ვალდებულება და პასუხიმგებლობა დუმილის უფლებას არ მაძლევს, ჩემი მოვალეობაა საზოგადოებას  სწორი ინფორმაცია მივაწოდო.”- ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს.

„სწორედ ჩემი პასუხიმგებლობის  გამო მსურს სამართლიანი არჩევნების კვლევას შევეხო,  როგორც წესი მათი კვლევა გაჯერებულია აბსტრაქტული სიტყვებით, როგორიც არის სავარაუდოდ, სმენიათ და  ა.შ. რაც ორგანიზაციის არასანდოობას და არაკომპეტენტურობას ადასტურებს.

დღეს მათი კვლევის  კონკრეტულ ნაწილს შევეხები და არა ზოგადად კვლევას, იმ ნაწილს, რომელიც მათ მიკერძოებულობას აჩვენებს.  კვლევაში ნაციონალური მოძრაობის დარღვევის შესახებ მხოლოდ  რამდენიმე სიტყვით წერია, თან 26-ე გვერდზე, ანუ იმ ნაწილში, რომელსაც როგორც წესი ბევრი არ კითხულობს,   რეალურად კი საქმე წონად დარღვევასთან გვაქვს,  რომელიც უფრო  მეტ ყურადღებას იმსახურებს,  უფრო საინტერესო კი ის არის, რომ სამართლიანმა არჩევნებმა რომელიც სადამაკვირვებლო მისიას ახორციელებს და საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტი დააფიქსირა, ამის შესახებ შესაბამის უწყებაში საჩივარი არ წარადგინა, რაც მათ მიკერძოებულობას უსვამს ხაზს, მერე მხრივ კი საერთაშორისო გამჭირვალობა,  უბან უბან დასდევს კომისიის წევრებს, რომელთა ხელფასი 150-200 ლარია  და მათ შესახებ ყოვლად უაზრო საჩივრებს წერს, იქ კი სადაც მართლა დასაწერია, უკან იხევს და ვითომ არაფერი, მშვიდად ატარებს. ასევე ჩუმად არიან როდესაც  ნაციონალური მოძრაობის დანამატი სატელევიზიო არხიდან სიძულვილის ენის ნიაღვარი მოედინება, მაგრამ სიმართლის ამსახველ ბანერზე  გაგიჟებით ყვირიან.

„სამართლიანი არჩევნების”   საქმიანობა მიჩენს განცდას, რომ  ნაციონალური მოძრაობა მათ ბულინგს ახორციელებს და ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთს მყარად შეეზარდა, უკვე ძნელი გასარჩევია ISFED-ი არასამთავრობო ორგანიზაციაა თუ პოლიტიკური გაერთიანება”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…