„ეს ხომ აბსურდი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა?“ – დავით ჩიხელიძე

385 წაკითხვა

პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა კატეგორიაში მყოფმა „სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) მა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოახლოებულ არჩევნებზე და პარალელურ დათვლაზე ე.წ. „პივიტი”-ზე საუბრობენ.

როგორც ჩანს მათ დიდი ხანია “გამორთეს” სირცხვილის გრძნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პივიტიზე ასე თამამად არ ისაუბრებდნენ.”- ამის შესახებ “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს.

“ვიდეოში ჩანს USAID-ის წარმომადგენელი,.რომელიც ცხადად ამბობს, რომ ისინი ჩვენ ქვეყანაში ათობით ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, მაგრამ “სამართლიან არჩევნებს” ეს არ აინტერესებს, ისინი ცდილობენ საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ ისინი(ISFED) საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენენ, რაც მტკნარი სიცრუეა.

“სამართლიან არჩევნებს” საკუთარ თავზე იმდენად მაღალი წარმოდგენა აქვთ, რომ საკუთარ თავს “ცესკო”-ზე მაღლა აყენებენ. ISFED-მა შესანიშნავი ფრაზა გამახსენა, ფუყე თავთავი თავს მაღლა იწევს…. “სამართლიანი არჩევნების”- განცხადებაში რამდენიმე საყურადღებო ფრაზა არის.

„პივიტი”-ს საშუალებით ჩვენი ორგანიზაცია, ცესკოზე სწრაფად წარმოადგენს არჩევნების დღეს დამდგარ შედეგებს” ამბიცია გამიგია, მაგრამ ასეთი? ვინ ხართ თქვენ, რომ “ცესკო”-ზე სწრაფად შეძლოთ არჩევნების დღეს დამდგარი შედეგების გამოცხადება? თან უტყუარი შედეგის გამოცხადება?

ეს ხომ აბსურდი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა?. 2020 წლის არჩევნებმა გვაჩვენა, რომ თქვენ პირუთვნელი სიმართლის გამოცხადება არ შეგიძლიათ, რადგან ისიც კი არ იცით არჩევნების პარალელური დათვლა როგორ ხდება, არც შეცდომის აღიარება იცით.

დემაგოგია კი შესანიშნავად გეხერხებათ. მეორე ფრაზის დროს “სამართლიანი არჩევნები” აშკარად ასტრალში გავიდა, მათი თქმით “ISFED”-ი არის ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების და უცხოელი პარტნიორების მაღალი ნდობით სარგებლობს.

რეალობა კი ასეთია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა”-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით(ორი კვირის წინ ჩაატარეს) პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სრულად მოსახლეობის 4% ენდობა. სირცხვილია, როდესაც 4% ნდობის მანდატის მქონე ორგანიზაცია, მაღალ სანდოობაზე საუბრობს. მაგრამ მათ განცხადებაში არის ლოგიკის მარცვალი, ISFED-მა რომ თვლა არ იცის, ეს 2020წლის “პივიტიმ”დაადასტურა, სწორედ ამიტომ 4%-იანი ნდობა მაღალი ჰგონიათ”- ამბობს დავით ჩიხელიძე.

Next Post

ახლა კი გვაქვს საერთაშორისო “გამჭვირვალობა საქართველო”, კაპიტან გიგაურის ხელმძღვანელობით – დავით ჩიხელიძე

ხუთ სექ 30 , 2021
385 წაკითხვა“რთულია დაწერო სფეროზე სადაც შენ მოღვაწეობ,  რთულია დაიცვა  ობიექტურობა და მზის სინათლეზე  ყველა ის ნაკლოვანება  გამოიტანო რაც სამოქალაქო სფეროში არის, რთულია მაგრამ არა შეუძლებელი. მესამე ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ხშირად სწორედ ამ ზედმეტსახელით მოიხსენიებენ,  მსოფლიოში 40 000 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, ეროვნულ დონეზე  კი რამდენიმე ათეული. მილიონი  ორგანიზაცია არსებობს, (საქართველოში 10 000, აშშ  1 500 000 და ა.შ.) რა თქმა უნდა […]