„არასამთავრობო ორგანიზაცია სახელწოდებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე საკითხების მიმართ მიუკერძოებელ დამოკიდებულებას ნიშნავს.
ქართულ რეალობაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა.”- წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”-ს შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარ დანიშნულებას მხოლოდ შეკვეთილ, ყველაზე “ანტისამთავრობო”, ყველაზე “პოლიტიკურ” გაერთიანებაში ხედავს და ის ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ნარატივის პირდაპირი გადმოკოპირებით ცდილობს მოქალაქეთა ცნობიერების კიდევ უფრო დიდი დოზის “ტოქსიკ” პოლიტიკით შევსებას.
სწორედ ამიტომ არ გაემტყუნება ამომრჩეველს და საზოგადოების დიდ ნაწილს ე. წ. არასამთავრობოების მიმართ ნდობის პლინტუსს ქვემოთ ხარისხი.
ერთ – ერთი ბოლო, ძალიან საინტერესო კვლევაც ამის პირდაპირი მხილებაა:
გამოკითხულთა 79.2% პირდაპირ ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორის პოზიციები პირდაპირ ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის პოზიციებს;
გამოკითხულთა 92.7 % თვლის, რომ არასამთავრობო სექტორში არიან პარტიული დამკვირვებლები; გამოკითხულთა 94.5 % თვლის, რომ
სახელმწიფოსთვის არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა მეხუთე კოლონიის როლს ასრულებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხალხის ნდობის ხარისხი, რომ პლინტუსს ქვემოთაა ამას ამტკიცებს საკუთარი გამოგონილი ავტორიტეტით თავაწეული “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) – ი და მათდამი ხალხის ნდობის 2.7%
უარეს მდგომარეობაში ჩავარდნილი გამჭვირვალობა საქართველო TI Georgia მათდამი ხალხის ნდობის 1.9 % ით.
არასამთავრობო ორგანიზაციები საჭირო და აუცილებელია ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიული პროცესებისათვის, მაგრამ ფაქტია საკუთარ შეთითხნილ ავტორიტეტს ამოფარებული რეალურად არსებული არასამთავრობოები რომლებიც ოპოზიციის მხრიდან ჩადენილ წონად დარღვევებზე თვალს ხუჭავენ, მაგალითად ბოლო შემთხვევა (მხოლოდ უბნის წევრებზე წერენ საჩივრებს რომელთა ანაზღაურება 150 ლარია და მართლა წონად სამართალდარღვევებზე არ რეაგირებენ) ასე შორს ვერ წავლენ…
დიდი დიდი მიხეილ სააკაშვილის დავალებები ასრულონ და მას პოლიტიკურად მკვდრეთით აღდგომაში განცხადებები წაახმარონ.”– წერს თამთა მეგრელიშვილი.