ოპოზიციამ ბრძოლის ველზე ეკა გიგაური გამოაგორა – დავით ჩიხელიძე

408 წაკითხვა

ოპოზიციამ ბრძოლის ველზე თავისი მძიმე არტილერია (თვითონ ასე თვლიან) კაპიტანი გიგაური გამოაგორა, მეზარბაზნეები შემოაკლდათ და სცენაზე “საერთაშორისო გამჭირვალობის” ხელმძღვანელი გამოჩნდა, რომელიც რა გასაკვირია და მომენტალურად სიცრუის გავრცელებას შეუდგა”- ამის შესახებ საუბრობს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

“როგორც მან თქვა საქართველო კვლავ პრობლემურ არჩევნებს ატარებს. განცხადების ტონი და კონტექსტი არასწორად არის შერჩეული, რადგან ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებზე უარყოფით კონტექსტში საუბარი, მინიმუმ უხერხულია, რაც ასეთი “მიუკერძოებელი” ორგანიზაციის “ობიექტურ” ხელმძღვანელს არ ეკადრება. მაგრამ… მაგრამ ჩვენ თუ ოპოზიციის” მესიჯ ბოქსს” გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის ერთი ერთში იმეორებს გიგაურის პოზიციას. ნაციონალური მოძრაობა საკუთარი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

2021 წლის წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს, სადაც ყველა კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობები აქვს, ასევე არაერთი სიახლე დაინერგა, რომელიც აუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და გამჭირვალობის უმაღლეს სტანდარტს ამკვიდრებს. მაგრამ რად გინდა, გამოვარდება აჟიტირებული გიგაური და უარგუმენტო განცხადებებით პროცესის დისკრედიტაციას შეეცდება. გიგაური საკუთარი აბსურდული განცხადებით ვნებს და ზიანს აყენებს საარჩევნო გარემოს.”– აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს“ - გიგი უგულავა

პარ ოქტ 1 , 2021
408 წაკითხვა„ოცნებას“ მიშამ შეუსრულა. გაუკეთა ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს – ტრუკებს. ტრუკაჩი ტრუკებით უნდა დაამარცხო” – წერს გიგი უგულავა და ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით. „ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს. ათენამ ოდისევსი დააბერა, რომ ვერ ეცნოთ – ანუ კობახიძის ენით რომ ვთქვათ deep fake (ღრმა სიყალბე) გააკეთა. თავისთავად ცხადია, რომ ეს საკითხი რელიგიური რწმენის […]