„ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს“ – გიგი უგულავა

387 წაკითხვა

„ოცნებას“ მიშამ შეუსრულა. გაუკეთა ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს – ტრუკებს. ტრუკაჩი ტრუკებით უნდა დაამარცხო” – წერს გიგი უგულავა და ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„ოდისევსის დაბრუნებას ჟანრის კანონი მოითხოვს. ათენამ ოდისევსი დააბერა, რომ ვერ ეცნოთ – ანუ კობახიძის ენით რომ ვთქვათ deep fake (ღრმა სიყალბე) გააკეთა.

თავისთავად ცხადია, რომ ეს საკითხი რელიგიური რწმენის მსგავსია. ვისაც სჯერა სჯერა, ვისაც არა – არა. ასეთ დროს ფაქტს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან თავად ეს რწმენა ქმნის და გავლენას ახდენს ფაქტების მომდევნო თანმიმდევრობაზე.
უფრო მარტივად. ოცნება ვირთხის დღეშია.

თუ უარყოფენ მიშას დაბრუნების ფაქტს, იღლიცინებენ მათი ამომრჩეველიც იგივეს იზავს, შესაბამისად არ დაირაზმება. თუ იტყვიან რომ მართალია, მაშინ უნდა აღიარონ რომ სრული სირები არიან და მათი ამომრჩეველი გახარიასკენ გადაიხრება, პრინციპით შენ თუ მიშასგან ვეღარ მიცავ, აგერ გახარია დამიცავს. ორივე შემთხვევაში ვაი და ვუია.

ამასობაში ოპოზიციური ამომრჩეველი აღტკინებული და დარაზმულია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე ამ წამს კარდაკარზე ფოთში ნაბადას უბანში.

ასე რომ ყველა ვარიანტში ოცნებას მიშამ შეუსრულა. გაუკეთა ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს – ტრუკებს. ტრუკაჩი ტრუკებით უნდა დაამარცხო.

ხვალ არჩევნებია, უკვე საბოლოოდ რეფერენდუმი. ხვალ ოლიგარქია მარცხდება და ქვეყანა ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ახდა ნამდვილი ქართული ოცნება-ბიძინა დამარცხდა არჩევნებამდე. ხვალ ხალხი ამას გააფორმებს. მე კი ფოთელებთან ერთად ფოთს მივხედავ. ჩემი გეგმები მხოლოდ ფოთს უკავშირდება”- წერს გიგი უგულავა.

Next Post

მინდა მივმართო ყველა პარტიას, დაიცავით კანონი და ეკონტაქტეთ თქვენ წარმომადგენლებს - გიორგი ჭილაშვილი

შაბ ოქტ 2 , 2021
387 წაკითხვაამ დროისთვის ყველა უბანი გაიხსნა დარღვევების გარეშე, მოქალაქეებს აქვთ უკვე ხმის მიცემის შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში, გადასატანი ყუთიც დროულად და მოწესრიგებულად გავიდა. დაწყება ძალიან კარგი გვაქვს და მივმართავ “ცესკო”-ს ასე ზედმიწევნით გააგრძელოს საქმიანობა.”– ამის შესახებ გიორგი ჭილაშვილი წერს სოციალურ ქსელში, რომელიც საარჩევნო საკითხებში სპეციალისტია. ასევე მინდა მივმართო ყველა პარტიას, დაიცავით კანონი და ეკონტაქტეთ თქვენ წარმომადგენლებს, რადგან მათ ყველანაირი […]