დღეს საქართველოსთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები დაიწყო – თამთა მეგრელიშვილი

339 წაკითხვა

იურისტი თამთა მეგრელიშვილი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ წერს:

“დღეს საქართველოსთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები დაიწყო, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში იმართება, ცენტრალური ადმინისტრაციის სამივე დონეზე მოხდა კომისსი წევრთა რიცხოვნობის ზრდა, კომისიის შემადგენლობაში მრავლად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკური სუბიეტქების წარმომადგენლები (მათ შორის 8 ოპოზიციური პარტიის მიერ არის დანიშნული).

ამ დროის მონაცემებით საქართველოში არსებული უბნების 100%ის გახსნა დროულად მოხდა, უბნებში ჩატარებულმა წილისყრამ ექსცესების გარეშე ჩაიარა, წილისყრით ფუნქციების გადანაწილების პროცესი გართულების გარეშე განხორციელდა, გადასატანი ყუთის გასვლა კანონის დადგენილი წესით განხორციელდა.

ცესკოს მიერ კენჭისყრის დღე კარგად არის ორგანიზებული, არცერთ უბანზე არ ყოფილა შეფერხება და კენჭისყრის გაჭიანურება.

მოვუწოდებ “ცესკო”-ს ასეთივე ორგანიზებით და გამჭვირვალედ გააგრძელოს მუშაობა, ხოლო პარტიებს ვთხოვ და შევახსენებ, რომ არ გავიდნენ კანონის ფარგლებიდან, ერთად ვუზრუნველყოთ თანამედროვე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Next Post

ერთადერთი, რასაც ტელევიზორში ვხედავ, ე.წ. კრიტიკული მედია დარბის საქართველოს მასშტაბით, დასდევენ დახლს, ხელს უშლიან ყველას – გია გაბრიჭიძე

შაბ ოქტ 2 , 2021
339 წაკითხვაახლა რასაც ვხედავ (ჩემი აივნის წინ არის საარჩევნო უბანი), ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს. არანაირი ფურცლებიანი ხალხი, არანაირი ზონდერები.”– წერს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. “ერთადერთი, რასაც ტელევიზორში ვხედავ, ე.წ. კრიტიკული მედია დარბის საქართველოს მასშტაბით, დასდევენ დახლს, ხელს უშლიან ყველას. ჯამასპიშვილივით არიან რა, ვერ იტანენ ნორმალური გამომეტყველების ადამიანებს“- წერს გია გაბრიჭიძე.

შესაძლოა მოგეწონოთ