810 წაკითხვა
სოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში:
გუშინ პირველად საქართველოს ისტორიაში მთელმა ერმა შევიტყვეთ მაშტაბური სპეცოპერაციის წარმატებულად ჩატარების შესახებ

ეს იყო უპრეცენდენტო მისია უახლეს ისტორიაში, სადაც ამ რაოდენობის დაშიფრული აგენტი მონაწილეობდა, თუმცა ბოლოს ყველა მათგანი გაიშიფრა. ეს ცუდია, მაგრამ ამან გავლენა ვერ იქონია სპეცოპერაციაზე

ისე, რაც მე წამოვედი რა მაგრად განვითარებულა ეს სამსახური. ამაყი ვარ. ცვლილებების მიზანიც ხომ ეს იყო, რომ სუსტი სამსახური გაძლიერებულიყო. ავტორიტეტული, ღირსეული და გამბედავი ადამიანები დაინიშნენ მაღალ პოზიციებზე.
ისინი პრინციპულები, გამოცდილები, კორუფციის მტრები, უცხოელ პარტნიორებთან იდეალური ურთიერთობების მქონენი არიან. ბრავო!!
ამდენი პოლიტიკოსი დაშიფრულ ოფიცრად გყავდეს მაშტაბურ სპეცოპერაციაში ამას სერიოზული გამოცდილება და უნარები სჭირდება.
იმასაც უნარი უნდა და დიდი გამოცდილება, რომ გაშიფრო “დიფ ფეიკი”. აბა რა ეგონა მიშას? გააბითურებდა ამ გამოცდილ აგენტებს? ნურასუკაცრავად

ეს სპეცოპერაცია “მიჰა ჰამოდი” ისტორიის ანალებში შევა