თბილისის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები ტარდება დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში.”– ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ ადგილობროვი სადამკვირვებლო ორგანიზაციების
“მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი მაია ხარაძე
და “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი დავით ლილუაშვილი
“აღსანიშნავის ის მნიშვნელოვანი გარემოება,რომ “ცესკო”-ს მიერ ჯეროვნად არის უზრუნველყოფილი კოვიდრეგულაციების დაცვით მაღალი დონის არჩევნები.
ამომრჩეველთა აქტივობა შეესაბამება თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამახასიათებელ აქტივობას.
ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, 20:00 საათზე ვიდეოფიქსაციის წესის დაცვით დაიწყება ხმების დათვლის პროცესი,რამაც უნდა გამორიცხოს ყოველგვარი სპეკულაციები.”– ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.