„მივმართავ დამკვირვებლებს, განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვირვებლებს“ – დავით ჩიხელიძე

340 წაკითხვა

„ჩემ ხელთ არსებულ ინფორმაციით არჩევნები საქართველოს მასშტაბით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, პროცესს რამდენიმე ათეული სადამკვირვებლო ორგანიზაციის ათასობით დამკვირვებელი ესწრება”– აცხადებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

„მივმართავ დამკვირვებლებს, განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვირვებლებს, კიდევ უფრო აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე არჩევნებს, რათა დაინტერესებულ მხარეს სპეკულაციის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა კვლავ მაღალია, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე არჩევნებს საზოგადოება დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. საერთაშორისო დამკვირვებლების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან მიკერძოებას და საქმის არაჯეროვნად შესრულებას ვხედავთ, რაც მათ არაკვალიფიციურ განცხადებებში აისახება. ეს პირველ რიგში “ISFED”-ს და “საერთაშორისო გამჭვირვალობა”-ს ეხება”– წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„უბნების დახურვის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება“ - თამთა მეგრელიშვილი

შაბ ოქტ 2 , 2021
340 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით წერს: „საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდ ვითრებაში მიმდინარეობს, არჩევნები რამდენიმე ათეულ წუთში დამთავრდება, რომელიც მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, მოვუწოდებ პარტიებს გამოიჩნონ სიმშვიდე, არ გაცდნენ კანონის ფარგლებს და კონსტუქციულ რეჟიმს. უბნების დახურვის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება: • კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო […]

შესაძლოა მოგეწონოთ