„უბრალოდ ვიტყვი, რომ გოგორიშვილის ტრეინინგები აღარ ჭრის“ – გია გაბრიჭიძე

360 წაკითხვა
მოკლედ ვიტყვი – მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს არჩევნების პროცესის უწყვეტი ჩაწერა.„- ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს სოციალურ ქსელში.
„რაც არ უნდა აპოკალიპტური სურათები დახატონ და ფეიკ-ვიდეოები გაავრცელონ, ან საჩივრების უზომო რაოდენობა წერონ (საჩივრები, რომელთა 99% დღევანდლამდე რამდენიმე კვირით ადრე იქნა დაწერილი და “დაზაგაჟნიკებული”), არაფერი გამოუვათ.
ყველას, აბსოლუტურად ყველას აქვს საშუალება ნახოს არა დადგმული,
მოდელირებული “დარღვევები”, არამედ გაეცნონ ნამდვილ ჩანაწერებს და არ დაუჯერონ ლაყაფისტ არასამთავრობოებს, რომლებიც უსაფუძვლო საჩივრებს წერენ არა სიმართლის დასადგენად, არამედ რაოდენობისთვის (“აჩოტებში” ციფრები რომ დაასახელონ აღებული მაყუთის გასაპრავებლად).
უბრალოდ ვიტყვი, რომ გოგორიშვილის ტრეინინგები აღარ ჭრის. ნორმალურად ჩატარებულ არჩევნებს, ვერავინ ვერ ჩაშლის“- წერს გია გაბრიჭიძე.

Next Post

„მოვუწოდებ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მაღალი პროფესიონალიზმი“ - დავით ჩიხელიძე

შაბ ოქტ 2 , 2021
360 წაკითხვასამწუხაროდ ნათლად ჩანს რომ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, ძველი სცენარის გათამაშებას ცდილობს და უბნების გაბათილებას ითხოვს.“ – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს. „ხმის მიცემის პროცედურა დასასრულს უახლოვდება, არჩევნები საზოგადოების მაღალი აქტიურობის ფონზე მიმდინარეობდა, სრულად იყო დაცული კოვიდ რეგულაციები, მადლობა ცესკოს თითოეულ თანამშრომელს, როლებმაც სტრესული გარემოს მიუხედავად, არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება უზრუნველყვეს, მოვუწოდებ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს და სადამკვირვებლო […]