„აბა როგორ უნდა დავუჯერო “კაპიტან გიგაურს”, საიას, ვითომდა “სამართლიან არჩევნებს”, როცა ვიცი რომ..“ – გია გაბრიჭიძე

467 წაკითხვა
ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
ყველამ იცით, რომ ამ ე.წ. არასამთავრობოების “დაკვირვებების”, “დასკვნების” და მსგავსი სისულელეების არ მჯერა.
აბა როგორ უნდა დავუჯერო “კაპიტან გიგაურს”, საიას, ვითომდა “სამართლიან არჩევნებს”, როცა ვიცი რომ მათ არამც თუ საარჩევნო ბიულეტენების დათვლა, ან დარღვევებზე რეაგირება კი არა, ხელის თითებით ორს პლუს ორს ვერ იტყვიან და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ.
რეალობა არის ცესკოს საბოლოო შედეგები რომელიც დილით იქნება და უცხოელი დამკვირვებლების შეფასებები არჩევნების მიმდინარეობაზე.
უნგრეთის პარლამენტის დეპუტატი, ლორინს ნაჩა, რამდენიმე საარჩევნო უბნის მონახულების შემდეგ, აცხადებს, რომ პროცესის წესების დაცვით მიმდინარეობს.
უნგრელი დეპუტატი ლორინს ნაჩა – თბილისსა და მცხეთაში რამდენიმე საარჩევნო უბანი მოვინახულეთ. დარღვევები არ დაგვიფიქსირებია, ყველაფერი წესრიგშია. საარჩევნო უბნებზე კოლეგებს ვესაუბრეთ. ქართველ ხალხს დღეს საკუთარი აზრის დაფიქსირება შეუძლია. ესაა დემოკრატიის საფუძველი.
კელი დეგნანი – გლდანში საარჩევნო დამკვირვებლის როლში ვარ. დღის განმავლობაში არაერთ უბანს დავაკვირდი და ყველგან სიმშვიდეა, პროცესი საკმაოდ ორგანიზებულია.
დავაკვირდით უბნების გახსნის პროცესს, რამაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე მიხაილ გალერი – ზოგადად, საარჩევნო პროცედურა ნორმალურად მიმდინარეობს.
ჰოდა მორჩა რა წიწკვინი.
დაველოდოთ საბოლოო შედეგებს

Next Post

„დღეს მთელი დღის განმვალობაში, მიკერძოებული და სუბიექტური არასამთავრობო ორგანიზაციები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ“ - დავით ჩიხელიძე

შაბ ოქტ 2 , 2021
467 წაკითხვა „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს: თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, მორიგი დასავლური სტანდარტების არჩევნები ჩატარდა, არჩევნებმა საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით, მშვიდ გარემოში ჩაიარა სადაც დაცული იყო ამომრჩევლის ფუნდამენტური უფლება, თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება. რა თქმა უნდა ყველაფერს ორი მხარე აქვს, დღეს გამოჩნდა მმართველი გუნდის ღირსება, რომელმაც ცალსახად დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უზრუნველყო, მაგრამ სამწუხაროდ დავინახეთ […]