დამარცხებული პოლიტიკოსების ენა – ხაზარაძე კალაძის განცხადება ეხმაურება

1,420 წაკითხვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არც პოლიტიკოსის განცხადებას არ შეესაბამება. „კალაძეს ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ესაა ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების ენა. მე არ ვთვლი მისთვის პასუხის გაცემას საჭიროდ,”-აღნიშნა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხაზარაძეს ანაკლიის პორტის აშენებისთვის არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს.

„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები, “-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას სამარცხვინო უწოდა. “სირცხვილია ასეთი განცხადებები, მე შემრცხვებოდა მამუკა ხაზარაძის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია”, – განაცხადა კალაძემ.

იპნ

Next Post

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა

ხუთ ოქტ 17 , 2019
1,420 წაკითხვაპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა. გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. კენჭისყრა ფარული იყო. სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო. პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.

შესაძლოა მოგეწონოთ