„უპრეცედენტოდ მშვიდი და თანმიმდევრული საარჩევნო პროცესის მიუხედავად ორგანიზაცია “ISFED” – ი ისე შეიჭრა მართლა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის როლში, რომ თავად “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც კი გაოგნებუები უყურებენ და უსმენენ.”– წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმის მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდება საკუთარ სლოგანად აქცია ორგანიზაცია ISPED -მა: „ერთად მივაღწიოთ გაუყალბებელ არჩევნებსო“ და აკვირდება პოლიტიკურად გახელილი თვალით არჩევნებს ხან რას ითხოვს და ხან რას.
ახლახანს უკანონოდ მოითხოვა სამი უბნის შედეგების ბათილობა.
უფრო შორსაც წავლენ და ვაცალოთ.
ვინმე გულწრფელი გულშემატკივარი თუ ხართ ორგანიზაციის შიგნით ურჩიეთ არ დაიჩემოთ ჩვენ დავდებთ პარალელური დათვლის PVT – ის შედეგებსო ამ ტემპით იმ ძველ 8 პროცენტიან გაყალბებასაც გასცდებიან და ცოდოა ეს “სამართლიანი” ორგანიზაცია.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.