ქართველი ხალხის ნებამ, ოპოზიციას მანიპულაციის შესაძლობლობა მოუსპო – დავით ჩიხელიძე

100 Views

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელ დავით ჩიხელიძის შეფასება 2 ოქტომბრის არჩევნებზე.

“2 ოქტომბრის არჩევნები უკვე ისტორიის ნაწილია, განვლილი არჩევნების დეტალური შეფასება ერთ დღეში შეუძლებელია, ახლა მხოლოდ მცირე კომენტარით შემოვიფარგლები, არჩევნები შესაძლოა პოლიტიკურად და სამართლებრივად შეფასდეს.

სამართლებრივ ნაწილში, 2 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩატარდა, სრულად იყო დაცული კანონი და ამომრჩევლის უფლება. “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ქვეყანაში მორიგი გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა, რაშიც საკუთარი წვლილი “ცესკო”-მ შეიტანა, რომელმაც არჩევნების პროცესის და კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზება უზრუნველყო, რა თქმა უნდა, არჩევნებს თან მცირე ხარვეზები ახლდა, რასაც შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

პოლიტიკურ ნაწილი – წინასწარი მონაცემებით მმართველმა გუნდა ხმების თითქმის 47% მიიღო, რაც ლოგიკური შედეგია, ახლა მთავარია ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა არჩევნების შედეგი აღიაროს და ქვეყანას მშვიდი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მისცეს, “ქართული ოცნების” მიერ მიღწეულმა შედეგმა, ოპოზიციის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული იმედები დაასამარა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიცია ანულირებულ დოკუმენტს ჯიუტად “ებღაუჭებოდა”, ქართველი ხალხის ნებამ, ოპოზიციას მანიპულაციის შესაძლობლობა მოუსპო. თვითმმართველობის არჩევნებმა ასევე გვაჩვენა, რომ ე.წ. პატარა პარტიებს საქართველოში პოლიტიკური ამინდის შექმნა არ შეუძლიათ, რაც დასანანი ფაქტია”- წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ამ ყოველივეს ფონზე დროული რჩევაა – პროფილი შეიცვალოთ ან უფრო კომპეტენტური კადრები შეარჩიოთ

კვი ოქტ 3 , 2021
100 Views„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამ ყოველივეს ფონზე დროული რჩევაა – პროფილი შეიცვალოთ ან უფრო კომპეტენტური კადრები შეარჩიოთ”- მიმართავს იურისტი თამთა მეგრელიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს წარმომადგენლებს და ეხმიანება მათ კრიტიკულ პოზიციას 2 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველ“” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადანაშაულებს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების დაგვიანებით წარდგენასა და საარჩევნო პრაქტიკის გაუარესებაში. სინამდვილეში “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს წარმომადგენლებმა კარგად […]

mediapress.ge@gmail.com