„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამ ყოველივეს ფონზე დროული რჩევაა – პროფილი შეიცვალოთ ან უფრო კომპეტენტური კადრები შეარჩიოთ”- მიმართავს იურისტი თამთა მეგრელიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს წარმომადგენლებს და ეხმიანება მათ კრიტიკულ პოზიციას 2 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველ“” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადანაშაულებს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების დაგვიანებით წარდგენასა და საარჩევნო პრაქტიკის გაუარესებაში.
სინამდვილეში “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ საქართველოში პირველად განხორციელდა ხმის დათვლის ვიდეო ფიქსაცია.
ვიდეო ფიქსაციის მეთოდის გამოყენებისას მთვლელი ვალდებული იყო კამერისთვის ეჩვენებინა ბიულეტენი ისე, რომ კამერას მისი აღქმა შეძლებოდა, ამ წესის დაცვით ოქმების შედგენამ დროში გაახანგძლივა მიმდინარე პროცესი რაც გახდა წინასწარი შედეგის დაგვიანებით გამოცხადების მიზეზი.
არასერიოზულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება “ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსააო” იმ ფონზე როცა სადამკვირვებლო მისიით მოვლენილნი შემდეგზე ერთხმად თანხმდებიან:
ეუთო/ოდირი არჩევნების შეფასებისას ხაზგასმით ამბობს “საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა”;
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წევრი, დეივიდ ერეი აცხადებს, რომ ” 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მათ დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ რაიმე მკვეთრი ხარვეზი, რომელმაც, შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე იქონიოს გავლენა”;
პოლიტიკური კონსულტანტების ევროპული ასოციაციების დამკვირვებელმა, რეინის ტოჩელოვსკისმა განაცხადა – ” არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ სადამკვირვებლო მისიით და შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი არჩევნები ბრწყინვალედ ჩატარდა”.
ევროპარლამენტარმა მარინა კრეცუ აცხადებს “ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ვეთანხმები საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ საარჩევნო პროცესი კარგად იყო ორგანიზებული.
ეს დემოკრატიის მაჩვენებელია, რომ ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთოს მშვიდ გარემოში.”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ამ ყოველივეს ფონზე დროული რჩევაა – პროფილი შეიცვალოთ ან უფრო კომპეტენტური კადრები შეარჩიოთ.”– წერს თამთა მეგრელიშვილი.