„ცალკე აღნიშვნა იმსახურებს “საერთშორისო გამჭირვალობა” და მისი ერთგული ჯარისკაცი კაპიტანი გიგაური“ – დავით ჩიხელიძე

312 წაკითხვა

სხვა რა შედეგს ველოდებოდით? მაქარაშვილი, გაგარინის დათვლილი არჩევნები არ გაიშვა”- წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

“სამოქალაქო საარჩევნო კომისია გახსოვთ? ეს ორგანიზაცია ჩანასახშივე მარცხისთვის იყო განწირული, როგორც ისინი ამბობდნენ, მთავარ მიზანს ამომრჩევლის ხმის და ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დაცვა იყო, ისინი უფრო შორს წავიდნენ და მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ არჩევნების შედეგს “ცესკო”-ზე ადრე გამოაცხადებდნენ, ჰოი საოცრება, სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ მოახერხა და მთელი ერთი დღე უბნების 33%-ის დათვლას მოანდომა, აი მესმის ოპერატიულობა. ასეთი სირცხვილი ბოლოს „პივიტის“ ჩამტარებელმა სამართლიანმა არჩევნებმა ჭამა. ობიექტურობისთვის, უნდა ითქვას, რომ სხვა რა შედეგს ველოდებოდით? მაქარაშვილი, გაგარინის დათვლილი არჩევნები არ გაიშვა..

ცალკე აღნიშვნა იმსახურებს “საერთშორისო გამჭირვალობა” და მისი ერთგული ჯარისკაცი კაპიტანი გიგაური, მათი განცხადებით საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის მზად არ არის. ისინი აღნიშნული განცხადებით, ნაციონალებზე უფრო დიდი ნაციონალები გახდნენ, რეალობა კი კარგად უცხოელ დამკვირვებელთა შეფასებებში იგრძნობა, რომლებიც ჩემში უფრო

დიდ ნდობას იმსახურებენ. ბოლოს კი, ბოლოს კოდუას ბარტყებზე მინდოდა დამეწერა (პლატფორმა 2020) მაგრამ მათზე დროის დაკარგა არ ღირს”- წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

ხმის დათვლის პროცედურა იყო ის დიდი სიახლე, რამაც საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე გამართული არჩევნები ჩაატარა – გიორგი ჭილაშვილი

კვი ოქტ 3 , 2021
312 წაკითხვა კარგად ადმინისტრირებული არჩევნები, ღია და სამართლიანი ხმის მიცემის და დათვლის პროცედურები, ეს ის პოზიტიური შედეგებია რაც “ცესკო”-ს ადმინისტრაციის დიდი შრომის და დიდი მონდომების შედეგად იქნა მიღწეული, ეს შეფასებები ერთობლივად ეკუთვნის ბრიტანეთის საელჩოს, ევროპარლამენტარ კორინა კრეცუს და მათ მისიას, ევროპის საბჭოს მისიას, მათ წევრ დეივიდ ერეის, ეუთო ოდირის მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონს!”– წერს საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი სოციალურ […]