ხმის დათვლის პროცედურა იყო ის დიდი სიახლე, რამაც საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე გამართული არჩევნები ჩაატარა – გიორგი ჭილაშვილი

678 წაკითხვა

კარგად ადმინისტრირებული არჩევნები, ღია და სამართლიანი ხმის მიცემის და დათვლის პროცედურები, ეს ის პოზიტიური შედეგებია რაც “ცესკო”-ს ადმინისტრაციის დიდი შრომის და დიდი მონდომების შედეგად იქნა მიღწეული, ეს შეფასებები ერთობლივად ეკუთვნის ბრიტანეთის საელჩოს, ევროპარლამენტარ კორინა კრეცუს და მათ მისიას, ევროპის საბჭოს მისიას, მათ წევრ დეივიდ ერეის, ეუთო ოდირის მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონს!”– წერს საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება უცხოელი დამკვირვებლების მიერ, 2 ოქტომბრის არჩევნების შეფასებებს:

რა თქმა უნდა, კიდევ მეტი შრომით და ძალისხმევით მიიღწევა უფრო დიდი შედეგი, ვფიქრობ ახალი ადმინისტრაცია აუცილებლად გააგრძელებს იმ ჯანსაღ პროცესს, რაც გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით სულ მოკლე დროში დაიწყო და განხორციელდა!

რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, “სამართლიანმა არჩევნებმა” მოახერხა,რომ წელს მაინც, ნორმალური “პივიტი”-ს (ხმების პარალელური დათვლა) შედეგი გამოეცხადებინათ, ესეც უცხოეთიდან დიდი კრიტიკის შემდეგ ინამუსეს, ან უბრალოდ “ცესკოსგან “გადაიწერეს”

მათ 2021 წლის არჩევნებზეც ჰქონდათ გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ამაზე ახლა არ შევჩერდები!

უნდა აღინიშნოს რაღაც ორგანიზაცია რომელსაც “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” დაარქვეს. მათ მოინდომეს შედეგების “ცესკოზე” ადრე გამოცხადება, იმდენად მაგრები ვართ, რომ ჩვენ კვალიფიკაციასთან რას მოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაო და რა მოხდა იცით? დღეს, როდესაც ყველამ დათვალა შედეგი და “ცესკო”- მ ხომ თავისთავად, მათ, ანუ ამ ორგანიზაციას, მხოლოდ უბნების 38% აქვს დათვლილი.

ამიტომ ვამბობდი, რომ არჩევნებზე აზრი უნდა ჰკითხო მას, ვინც ეს თემა იცის და როგორ შეიძლება ისეთმა არაკომპეტენტურმა, როგორიც დიღმელაშვილია რამე დათვალოს! (არჩევნებს ვგულისხმობ)

აქვე აღვნიშნავ, რომ ხმის დათვლის პროცედურა იყო ის დიდი სიახლე, რამაც საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე გამართული არჩევნები ჩაატარა! რა თქმა უნდა იყო გარკვეული პროცედურული ხარვეზები, რომელსაც არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია”– წერს გიორგი ჭილაშვილი.

Next Post

„ეს "აი ფაქტი" ცდილობს ცესკო "გაფაქტოს", მაგრამ არ გამოსდის“ - გია გაბრიჭიძე

ორშ ოქტ 4 , 2021
678 წაკითხვაჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს: “აი ია” “აი თათი” “აი ფაქტი”. პირველი ორისგან განსხვავებით, რომლებიც ყველა ადამიანში სასიამოვნო ნაპერწკალს აღვივებენ, ეს რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია “აი ფაქტი” დიიიდი ნაბიჯებით სიცრუისა და ეკლესიაზე თავდასხმის სიმბოლოდ ქცევისკენ მიიწევს. დადგენილია, რომ ხმების დათვლის დროს შესაძლოა იყოს დისბალანსი (ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია). ბიულეტენების აცდენის გარკვეული რაოდენობა დასაშვებია და ძირითადად კოვიდ-დაწესებულებებსა და პენიტენციალურ სისტემაში ხდება. […]