„ეს “აი ფაქტი” ცდილობს ცესკო “გაფაქტოს”, მაგრამ არ გამოსდის“ – გია გაბრიჭიძე

391 წაკითხვა
ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
“აი ია”
“აი თათი”
“აი ფაქტი”.
პირველი ორისგან განსხვავებით, რომლებიც ყველა ადამიანში სასიამოვნო ნაპერწკალს აღვივებენ, ეს რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია “აი ფაქტი” დიიიდი ნაბიჯებით სიცრუისა და ეკლესიაზე თავდასხმის სიმბოლოდ ქცევისკენ მიიწევს.
დადგენილია, რომ ხმების დათვლის დროს შესაძლოა იყოს დისბალანსი (ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია). ბიულეტენების აცდენის გარკვეული რაოდენობა დასაშვებია და ძირითადად კოვიდ-დაწესებულებებსა და პენიტენციალურ სისტემაში ხდება.
ასევე ცნობილია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მსგავსი შეუსაბამობის შემთხვევა მხოლოდ 70 დაფიქსირდა.
ეს “აი ფაქტი” ცდილობს ცესკო “გაფაქტოს”, მაგრამ არ გამოსდის.
არ გამოსდის და არც გამოუვა. უბრალოდ ცოტას იჟრიამულებენ და რაღაც გრანტს დაითრევენ. რაც შეეხება “გავლენიანი” არასამთავრობოების მარაქაში გარევას, ვერც “გაქაჩავენ” და არც არავინ მიიკარებს ახლოს. იქ სხვა “მოთხოვნებია”

Next Post

აი, ფაქტი, აი ფაქტი თქვენ მძიმედ არაკომპეტენტურნი ხართ! - თამთა მეგრელიშვილი

ორშ ოქტ 4 , 2021
391 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) განაცხადა, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში. ამას მოჰყვა სხვა არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება მაგალითად: ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წევრი, დეივიდ ერეი აცხადებს, რომ ” 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მათ დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ რაიმე […]