აი, ფაქტი, აი ფაქტი თქვენ მძიმედ არაკომპეტენტურნი ხართ! – თამთა მეგრელიშვილი

401 წაკითხვა

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) განაცხადა, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში.
ამას მოჰყვა სხვა არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება მაგალითად: ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წევრი, დეივიდ ერეი აცხადებს, რომ
” 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მათ დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ რაიმე მკვეთრი ხარვეზი, რომელმაც, შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე იქონიოს გავლენა”;
პოლიტიკური კონსულტანტების ევროპული ასოციაციების დამკვირვებელი, რეინის ტოჩელოვსკისი აცხადებს –
” არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ სადამკვირვებლო მისიით და შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი არჩევნები ბრწყინვალედ ჩატარდა”.
ამ ფონზე მედია სივრცეში ახალი ტოქსიკური ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო
გამოჩნდა.
ჯერ კიდევ არჩევნებამდე სხვა სახელით მოქმედი გვერდი, დღეს www.ifact.ge ის სახელწოდებით არჩევნების დისკრედიტაციას ეწევა და ამტკივებს, რომ ოქმებში დისბალანსი ფიქსირდება.
დისბალანსი ახალი არ არის, ასეთ რამეს კანონმდებლობა იცნობს მაგალითად იმ შემთხვევაში, როცა სხვადასხვა უბანზე ხმას აძლევენ მხოლოდ პროპორციულ სიას და არა მაჟორიტარულს.
ასე მაგალითად პენიტენციურ დაწესებულებაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას სრულად იღებენ ამომრჩევლები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ისეთი ტიპის ოქმებში, რომელიც ეკუთვნის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს და ასევე, მერის ასარჩევად განკუთვნილ ოქმს, აქ ზოგიერთ ამომრჩეველს, კანონით გათვალისწინებული წესით რა თქმა უნდა, მონაწილეობის მიღების საშუალება არ გააჩნია.
არჩევნებამდე სხვა სახელით მოქმედი დღეს კი www.ifact.ge ის სახელს ამოფარებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წესებს არ ცნობენ და ცესკოს დისკრედიტაციასთან ერთად საპატრიარქოს დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ეწევიან.
დიახ,მათ გვერდზე ცალკეა გამოყოფილი არასწორი ინფორმაცია საპატრიარქოსა და ეპისკოპოსებისა თუ მთავარეპისკოპოსების შესახებ.მიზანი სასულიერო პირების “გაშავებაა”.
ფაქტია არცერთ მოცემულ საკითხზე აღნიშნული გვერდი არ ხასიათდება საჭირო კომპეტენციით.
აშკარაა არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსი ვერ გადაიკითხეს და ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ეჯიბრებიან, როგორიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისია (ODIHR).
აი, ფაქტი, აი ფაქტი თქვენ მძიმედ არაკომპეტენტურნი ხართ!

Next Post

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ოქმებთან დაკავშირებით, რომელზეც ფართოდ აპელირებენ და დისბალანსზე საუბრობენ

ორშ ოქტ 4 , 2021
401 წაკითხვა ტექნიკური დეტალები მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ოქმებთან დაკავშირებით, რომელზეც ფართოდ აპელირებენ და დისბალანსზე საუბრობენ, ასეთი ოქმი იყო მხოლოდ 70 და ამ შემთხვევასაც გამოასწორებს ადმინისტრაცია! ოქმების ნაწილში ეუთო ოდირის შეფასება ასევე პოზიტიური იყო, რადგან 70 არ არის ის მაჩვენებელი, რაც რაიმე თუნდაც მცირე ზეგავლენას მოახდენდა შედეგზე!”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს საასრჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი. “ამ […]