მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ოქმებთან დაკავშირებით, რომელზეც ფართოდ აპელირებენ და დისბალანსზე საუბრობენ

ტექნიკური დეტალები მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ოქმებთან დაკავშირებით, რომელზეც ფართოდ აპელირებენ და დისბალანსზე საუბრობენ, ასეთი ოქმი იყო მხოლოდ 70 და ამ შემთხვევასაც გამოასწორებს ადმინისტრაცია! ოქმების ნაწილში ეუთო ოდირის შეფასება ასევე პოზიტიური იყო, რადგან 70 არ არის ის მაჩვენებელი, რაც რაიმე თუნდაც მცირე ზეგავლენას მოახდენდა შედეგზე!”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს საასრჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი.

“ამ საკითხს რომ გავყვეთ საინტერესოა და მინდა მათი პასუხი მოვისმინო, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ორგანიზაცია “აი ფაქტს” რომელსაც უწერია რომ 30-40 პროცენტია ესეთი ოქმები, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია ჩვენც გაგვიზიარონ , რადგან 70 ოქმზე მეტი არ ყოფილა, სადაც რაიმე მცირედი ხარვეზი გამოვლენილიყოს! ეს არის უბრალოდ თემაში ჩაკვეხება, თან მათ გვერდს რომ გადავავლე თვალი, არაფერი საერთო არჩევნებთან არ აქვთ რას ემსახურებით რატომ აკნინებთ ადმინისტრაციას? საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები მაინც წაიკითხეთ ოქმების ნაწილში! 30-40% უბრალოდ ძალიან არარეალურია რაც გიწერიათ! აი ფაქტი არ ვიცი მარა აი სიცრუე ნამდვილად ხართ!

“ცესკო”-მ ძალიან კვალიფიციური განმარტება გააკეთა, ოქმებში დისბალანსზე და ამ განცხადებას მაინც გაეცანით!

ობიექტურობისთვის ერთი პოზიტიური რამ მაინც გეთქვათ, მითუმეტეს ყველამ საკუთარი თვალით ნახა გარემო ადმინისტრირების ნაწილში, რომელიც ყველა წინა არჩევნებზე ბევრად გაჯანსაღებულია!”– წერს გიორგი ჭილაშვილი.

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…