პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატრდა, რაც მნიშვნელოვნად აღირიცხა პარტიის შედეგებზე:
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო უკიდურესად არათანაბარი და დისკრიმინაციული, რაც აისახა კიდევაც არჩევნებზე. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, ის ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც გამოიხატება ამომრჩეველთა დასინება-შანტაჟი და მათ ნებაზე ზეგავლენის მოხდენით. საერთო ჯამში მოცემულობა არის შემდეგი; „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებული მოქმედებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი აქტიური მოთამაშეები არ შემოიყვანონ. ჩვენი საზოგადოება სულ რამოდენიმე კვირაში დაინახავს როგორ იწყება ხელისუფლების გადაბარების პროცესი, ხოლო ის პარტიები, რომლებიც ამ ორ პოლიტიკურ ცენტრთან არ ასოცირდებიან, ნელ-ნელა დაიწყება მათი კვდომის პროცესი. რაც შეეხება ჩვენს პარტიას, ჩვენ არასოდეს არ ვყოფილვართ ამ ორი პოლიტიკური ძალის მხრიდან მხარდაჭერით „განებივრებული“ შესაბამისად, ჩვენ, აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას რეალური ცვლილებებისთვის, რაც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.