თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40%-ში დისბალანსია – მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს, რომ ბიულეტენები უტყუარად არის ჩაყრილი, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ელენე ხოშტარიას თქმით, საკამათოც არ არის, რომ ეს უბნები უნდა გაუქმდეს.
„არჩევნების დასრულების დღიდან, ეს პერიოდი დეტალურად ვსწავლობდით არჩევნების გაყალბების მასშტაბს. ყველა ოპოზიციური პარტია ვართ სრულ კოორდინაციაში. მინდა წარმოგიდგინოთ ის დასკვნები და ფაქტები, რომელიც მეტყველებს გაყალბების ძალიან მაღალ მასშტაბზე. თბილისის საკრებულო, რომელიც დღეს ტექნიკურად, „ოცნების“ გაფორმებით, ორი ხმით უპირატესობა აქვს „ქართულ ოცნებას,“ რეალურად ეკუთვნის ოპოზიციას. თბილისის საკრებულოში, თბილისის საზოგადოებამ აირჩია ოპოზიცია. სწორედ იმიტომ, რომ ეს რეალობა დაემახინჯებინათ და შეეცვალათ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა, როგორც მინიმუმ, ის ორი ადგილი და იმდენი პროცენტი, რომელიც აუცილებელი იყო ამ შედეგების შესაბრუნებლად.
თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40%-ში არის დისბალანსი, რაც ნიშნავს იმას, რომ იქ რაღაც გააყალბეს, რაღაც ფორმით და შემდეგ ქაღალდზე ვეღარ გააფორმეს, ვერ დააჯამეს მოსულთა და იმათი რაოდენობა, ვინც მისცა ხმა. მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიულეტენები უტყუარად არის ჩაყრილი. საკამათოც არ არის, იმდენად სწრაფად უნდა გაუქმდეს ეს უბნები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
იპნ