„რატომ გვაქვს იმედი იცით, რომ გახარია საბოლოოდ ოპოზიციის ფლანგზე გადმობარგდება?“ – რომან გოცირიძე

675 წაკითხვა

რატომ გვაქვს იმედი იცით, რომ გახარია საბოლოოდ ოპოზიციის ფლანგზე გადმობარგდება? – „ქართული ოცნება“ და ვინც მისი ლიდერები არიან უზნეო ხალხია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ამასთან, გოცირიძემ აღნიშნა, რომ როდესაც გიორგი გახარია ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს, ასეთ შემთხვევაში ხმას ხელისუფლებას აძლევს.

„გიორგი გახარია პარტია არ არის სტრუქტურიზირებული პარტია. ასეთი პარტიები რაღაც გარემოებათა გამო ხდება მოთხოვნადი. მას ახლა უწყობს ცხოვრება გამოცდას. როცა გახარია ამბობს, რომ არც ერთს ვაძლევ ხმას და არც მეორეს, ამ შემთხვევაში შენ ხმას აძლევ ხელისუფლებას. გახარიას პარტიამ აიღო მაქსიმუმზე მაქსიმუმი. გახარია ჯერაც გაუგებარი ფიგურაა. დღეისათვის გახარია ივანიშვილთან მიჯაჭვულობიდან არ არის გამოსული. რატომ გვაქვს იმედი იცით, რომ გახარია საბოლოოდ ოპოზიციის ფლანგზე გადმობარგდება? „ქართული ოცნება“ და ვინც მისი ლიდერები არიან, არის უზნეო ხალხი. უსამართლო ჭორები გავრცელდა კოკაინთან დაკავშირებით. პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს “ოცნების” ბევრ ლიდერს, ვინ ავრცელებდა ამ კადრებს? მიზნისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს კადრულობს და არ არის გამორიცხული, რომ გახარია პიროვნულად ისე გაამწარონ, რომ მას საერთოდ არ უნდოდეს გახედვა აქეთკენ“ , – განცხადა გოცირიძემ.

Next Post

„მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და..“

ხუთ ოქტ 7 , 2021
675 წაკითხვაპარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ. როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც „ქართული ოცნება”, ისე „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს. გახარიას თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე კოალიციის შექმნას არ აპირებს. „ვთავაზობთ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანით იქნება დაბალანსებული […]

შესაძლოა მოგეწონოთ