„მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და..“

777 წაკითხვა

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.

როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც „ქართული ოცნება”, ისე „ნაციონალური მოძრაობა” მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.

გახარიას თქმით, მისი პარტია არცერთი მუნიციპალიტეტის დონეზე კოალიციის შექმნას არ აპირებს.

„ვთავაზობთ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანით იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება. მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ამ ფორმატში შეთანხმებულ კანდიდატს“, – განაცხადა გახარიამ.

Next Post

„მე ჩემი ვალდებულება მოვიხადე ამ გაფრთხილებით“ - სოსო გოგაშვილი

ხუთ ოქტ 7 , 2021
777 წაკითხვამიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა, თუ გაფრთხილებისა პარტიის, ცესკოსა და სუსის მიმართ(საჯაროდ,თუ პირადად)ეს არჩევნები მაინც გააყალბეს ჯერ არნახულად მიამიტი ვიყავი, რომ მეგონა გაითვალისწინებდნენ? არა, მე ჩემი ვალდებულება მოვიხადე ამ გაფრთხილებით. „დაიხვეწა“ ამომრჩეველზე ძალადობის,მოსყიდვის საჯარო მოხელეების მხრიდან მუქარის, სახელმწიფო რესურსის გამოყენების, არჩევანის შედეგების სხვადასხვა მეთოდით შეცვლის ფაქტები. ამომრჩევლის მოსყიდვაზე და შავი ფულის დახარჯვაზე არ ღირს ლაპარაკი იმდენად მაშტაბური იყო. მათ არავისი […]

შესაძლოა მოგეწონოთ