მომავალი წელს იქნება 30 წელი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღნიშვნისთვის

68 Views

ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისგან, რომელმაც თავის დროზე თვითონ განიცადა რას ნიშნავდა ოკუპაცია. ჩვენთვის ეს იმედის მომცემია. ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში იყო, გადალახა და დღეს არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირში, ეს ნიშნავს, რომ წინ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ავსტრიელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს მე, 100 წლის შემდეგ ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას. ეს ორივე ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პანდემიამ ამაში ხელი შეგვიშალა, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა ხელი. ყველაფრის მიუხედავად სიმბოლურია, რომ ეს ვიზიტი შედგა და შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში. სწორედ აქ ჩანს რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ ძალები გააერთიანოს და სტაბილურობა შეინარჩუნოს. ჩვენთანაც, ამ საარჩევნო პერიოდშიც, მანამდეც და მერეც, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარი ძალა, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის. ეს არის საერთო მოვალეობა. მადლობა იმისთვის, რომ ამ წელს ვიზიტი შედგა. იცით, რომ ავსტრიაში ნობელის პირველი პრემია მიიღო ქალმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და მთელი ცხოვრება იყო მშვიდობისკენ ორიენტირებული. ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. ქართულმა ფოსტამ მისი სახელობის მარკაც გამოუშვა და ეს მშვიდობისთვის მებრძოლი ქალი გვაერთიანებს.

როგორც თქვით, მომავალი წელს იქნება 30 წელი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღნიშვნისთვის. ვიმედოვნებ და მაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომ ეს აღვნიშნოთ ისე, როგორც ორივე ქვეყანას ეკადრება. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რომელიც ავსტრიამ საქართველოს მიმართ ამ წლების განმავლობაში გამოხატა. ერთი მხრივ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის იმ ქვეყნისგან, რომელმაც თვითონ განიცადა თავის დროზე რას ნიშნავდა ოკუპაცია. ჩვენთვის ეს იმედის მომცემია. ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში იყო, მან ეს გადალახა და დღეს არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ევროკავშირში, ეს ნიშნავს, რომ წინ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა და იმედი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ავსტრიამ სოლიდარობის ნიშნად პანდემიისას საქართველოს ვაქცინები აჩუქა, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო.

„ეს არის სიმბოლური ნიშანი იმის, რომ ევროკავშირის ამ ქვეყანამ ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალიან რთულ პერიოდში, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის გადალახული. ალბათ, რაღაც ფორმით, პანდემიასთან ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ასევე, ვისწავლოთ მეტი პასუხისმგებლობის აღება ჩვენ თავზე, ეს არის მოქალაქის ვალი.

ასევე, სოლიდარობა გამოხატულია იმ ნაწილშიც, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ავსტრია 5 წევრით მონაწილეობს. აუცილებელია, რომ სადამკვირვებლო მისიამ, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, შეძლოს და დაფაროს ის ტერიტორიები, რისთვისაც იყო თავის დროზე შექმნილი. ამით გადაიდგმება პირველი ნაბიჯი, რაც შეიძლება დეესკალაციის მიმართულებით გადაიდგას და მადლობა, რომ ამ წამოწყებაში მონაწილეობთ.

თქვენც აღნიშნეთ, რომ გარდა იმისა, ორივე ქვეყანა ვართ პატარა, მთიანი და საინტერესო, ამ ორ ქვეყანას საერთო აქვს ისიც, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკაზე. ჩვენი თანამშრომლობა იყო, არის, გრძელდება და ვითარდება ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ავსტრიის განვითარების სააგენტოს როლი. ბევრი ავსტრიული კომპანია მოღვაწეობს საქართველოში და მზად ვართ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იპნ

Next Post

„არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას“ - მიხეილ სააკაშვილი

სამ ოქტ 12 , 2021
68 Viewsსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც დღეს საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო. „უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას აქტიურ ქმედებებზე გადასვლით უნდა ვუპასუხოთ, ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინებისა და მოსყიდის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან და სასამართლოებთან. ახლა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ

mediapress.ge@gmail.com