საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც დღეს საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
„უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას აქტიურ ქმედებებზე გადასვლით უნდა ვუპასუხოთ, ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინებისა და მოსყიდის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან და სასამართლოებთან. ახლა, რაც მთავარია, 14 ოქტომბერს, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.