დავით ლილუაშვილი – „ისე, სააკაშვილი კი არის ღირსი, რომ მის მიერ შექმნილ ციხეში მოხვედრილიყო და ისე არადამიანურად მოპყრობოდნენ“

1,075 წაკითხვა

ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა უწევს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სააკაშვილი მსჯავრდებულია 2 სისხლის სამართლის საქმეზე,ხოლო 2-ზე კი მართლმსაჯულებას ელოდება, რასაც დაემატა საზღვრის უკანონო კვეთის ახალი საქმეც.

სააკაშვილის თანაგუნდელები კი ბედავენ და აცხადებენ,რომ ის უდანაშაულოა, უფრო მეტიც, რომ ის არის პოლიტპატიმარი და ამას აცხადებენ იმაზე, ვინც ციხეები გადაავსო პოლიტპატიმრებით. ხელისუფლებას ახლა, როგორც არასდროს მართებს მედგრად დგომა, არავითარი კომპრომისი ამ დამნაშავეებთან”- ამის შესახებ უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

თავად სააკაშვილს მიაჩნია,რომ ის არის დემოკრატიის შუქურა და ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამაა. არადა, ასზე მეტი ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდა, ციხეებში ასობით დასახიჩრებული და გამოსვენებული პატიმრის გვამი მის კისერზეა.

უფლებადამცველები მრავალი წლის მანძილზე ვიბრძოდით ყველა ამ სისასტიკის წინააღმდეგ, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ.

“ნაციონალები”, მათი სატელიტები (პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები) და მათი მედიასაშუალებები რამდენიმე დღეა იმაზე წუხან, რომ სააკაშვილს ციხეში არ აქვს ლეიბი და საბანი, ახდენენ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ა.შ.

არადა, მათ კარგად იციან, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ეს მართლა ასე რომ იყოს, ამით დაირღვევოდა საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენცია. აღნიშნულს ეფექტურად გამოიყენებდნენ და ატეხავდნენ მისი უფლებების დაცვისთვის სამართლებრივ ბრძოლას, მაგრამ მათთვის მთავარი ხომ ტყუილის სიმართლედ გასაღებაა, თუნდაც ეს მოკლე პერიოდზე იყოს გათვლილი.

ისე, სააკაშვილი კი არის ღირსი, რომ მის მიერ შექმნილ ციხეში მოხვედრილიყო და ისე არადამიანურად მოპყრობოდნენ, როგორც მისი მმართველობის დროს ხდებოდა, მაგრამ ახლა სხვა დრო და სხვა ხელისუფლებაა.

ახლა მას სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში უწევს სასჯელის მოხდა, სადაც დაცულია ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები და პატიმრები არ იმყოფებიან ღირსების შემლახავ პირობებში.

სააკაშვილის თანაგუნდელები, რომლებიც ასევე პასუხისმგებელი არიან იმ არადემოკრატიულ მმართველობაზე, რომელიც ერთად შექმნეს, დღეს ურცხვად აცხადებენ, რომ ქვეყანაში არის დემოკრატიის დეფიციტი, უგულველყოფილია ევროპული კურსი და ხელისუფლებაში არიან რუსეთის მარიონეტები.

ამას აცხადებენ ისინი, რომლებიც ფეხქვეშ თელავდნენ დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროპულ ფასეულობებს. ამას საუბრობენ ისინი, ვინც რუსეთს გადასცეს ტერიტორიების 20 პროცენტი, ხოლო მანამდე კი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტები.

ხელისუფლებაში იყვნენ და ყველას ფიზიკურად ატერორებდნენ, ოპოზიციაში არიან და იგივეს აგრძელებენ, იმ განსხვავებით, რომ ვინაიდან არ ფლობენ სახელისუფლებო ძალაუფლებას, გადასული არიან ტერორის სხვა ფორმებზე.

ერთადერთი რაც არ გამოსდით, ეს რევოლუციის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებაა. ყოველივე ზემოაღნიშნული არის პრობლემათა აღწერა და შეფასება, რასაც ყველა ვაკეთებთ.

რა შეიძლება იყოს პრობლემათა გადაჭრის გზა? ვფიქრობ, გამოსავალი კანონის უზენაესობაშია! ხელისუფლებას ახლა, როგორც არასდროს მართებს მედგრად დგომა, არავითარი კომპრომისი ამ დამნაშავეებთან, არც მათ კანტი-კუნტად შემორჩენილ ლობისტებთან!

თუ ხელისუფლება, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც, შეასრულებს გაცემულ დაპირებას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ამით ყველა პრობლემა გადაწყდება!

საქართველოს რეალურად მიეცემა შანსი, რომ სტაბილურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება და განვითარება.

P.S – ახლა მთავარია არჩევნების მეორე ტური დამთავრდეს იმ კანონზომიერი შედეგებით, რომ დესტრუქციულ ძალებს არ მიეცეთ რევანშის არანაირი შესაძლებლობა!”- აღნიშნავს დავით ლილუაშვილი.

Next Post

გიორგი ჭილაშვილი - „სიახლე, რომელსაც გამოვარჩევ ეს გახლდათ ხმის დათვლის ვიდეოფიქსაცია, რაც აქამდე არასდროს განხორციელებულა!“

ოთხ ოქტ 20 , 2021
1,075 წაკითხვაკიდევ ერთხელ მოკლედ შევეცდები არგუმენტირებულად მიმოვიხილო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის და ახალი თავმჯდომარის მხრიდან გატარებული სიახლეები, რომელმაც დიდი მოწონება და შეფასება დაიმსახურა!”– ამის შესახებ საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი წერს სოციალურ ქსელში. „მაგალითად ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო და ეუთო ოდირის მისია აღნიშნულ სიახლეებს ძალიან პოზიტიურად აფასებს, რეალურად სიახლეებმა […]

შესაძლოა მოგეწონოთ