გიორგი ჭილაშვილი – „სიახლე, რომელსაც გამოვარჩევ ეს გახლდათ ხმის დათვლის ვიდეოფიქსაცია, რაც აქამდე არასდროს განხორციელებულა!“

934 წაკითხვა

კიდევ ერთხელ მოკლედ შევეცდები არგუმენტირებულად მიმოვიხილო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის და ახალი თავმჯდომარის მხრიდან გატარებული სიახლეები, რომელმაც დიდი მოწონება და შეფასება დაიმსახურა!”– ამის შესახებ საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

„მაგალითად ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო და ეუთო ოდირის მისია აღნიშნულ სიახლეებს ძალიან პოზიტიურად აფასებს, რეალურად სიახლეებმა უზრუნველყო 2021 წლის არჩევნების უპრეცედენტოდ ღიად და გამჭვირვალედ ჩატარება.

სიახლე, რომელსაც გამოვარჩევ ეს გახლდათ ხმის დათვლის ვიდეოფიქსაცია, რაც აქამდე არასდროს განხორციელებულა! ასევე ყველა დონის კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდა, რაც ასევე არასდროს მომხდარა! აუცილებლად სათქმელია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა, რასაც ვერავინ ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა. ასევე საინტერესო და აუცილებლად საჭიროა ცოდნა იმისა, რომ ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიამ არაერთი რეკომენდაცია და სიახლე გაიზიარა და განახორციელა პრაქტიკაში რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან მოდიოდა, რაც ასევე უნდა ითქვას რომ არასდროს გვახსენდება!

ეს ის მოკლე ჩამონათვალი გახლდათ, რაც ზოგადი ხასიათის მნიშვნელოვან ცვლილებებს ეხებოდა, ახლა კი მინდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გაგაცნოთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სხვა ყველა წინა არჩევნებზე სადავო უბნების გადათვლის პროცენტული მაჩვენებელი გახლდათ 1 % ანუ ხვდებით ხო და ამ არჩევნებზე კი 22% ანუ გადაითვალეს ყველა სადავო უბანი ის უბნებიც კი სადაც სულ მცირე პრობლემა აღინიშნა!

აზრი რომ გამოვიტანოთ ამ მიმოხილვიდან და ამავე დროს ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არჩევნები მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული, არცერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა, ასევე არ დაწერილა საჩივრის არცერთი ოქმი, რომელიც იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის, ძირითადად ტექნიკური ხასიათის საჩივრები დაიწერა, მაგრამ ცესკომ უმნიშვნელო დარღვევაზეც კი რეაგირება მოახდინა, რაც უბნების გადათვლაში გამოიხატა!
ისეთი არჩევნები იყო, რომ პრივილეგირებულმა ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმაც“ (ISFED) კი ვერ შეძლო პივიტის ცდომილებით ჩატარება, რასაც მივესალმებით, მადლობა რომ ასე კარგად იმუშავეთ არ ველოდი, მაგრამ იმდენჯერ შეგახსენეთ თქვენც დაიღალეთ და გამოასწორეთ, მაგრამ ვნახოთ მეორე ტური წინ არის!

რაც შეეხება მეორე ტურს ყველაფერია მომზადებული იმისათვის, რომ არავის შემდეგ პრეტენზია არ ქონდეს ! პროცესი იმდენად ღიაა არავის მოგეცემათ ამ პროცესის დაკნინების და პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობა!”– აღნიშნავს გიორგი ჭილაშვილი

Next Post

თამთა მეგრელიშვილი - „მიუხედავად იმისა, რომ ლევან თარხნიშვილმა ძალიან კარგად იცის ეს, ის მაინც დიდ ტყუილზე წავიდა“

ოთხ ოქტ 20 , 2021
934 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, 2007-2010 წლებში ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი საზოგადოებას ატყუებს, როცა ცდილობს დაამტკიცოს, რომ საარჩევნო კომისიის წევრთა გაშვება (მაგალითად ფოთის ოლქში) მოხდა იმის გამო, რომ კომისიის წევრებმა არ გააყალბეს არჩევნები. სინამდვილეში კანონმდებლობით ასეა, მუდმივმოქმედი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, ხელშეკრულებით, არჩევნების ვადით ხდება საარჩევნო კომისიის წევრთა აყვანა. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში […]

შესაძლოა მოგეწონოთ